ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები ადამიანის ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა იზრუნონ და საკუთარ შვილებს მხოლოდ დაუვიწყარი სასიამოვნო მოგონებები აჩუქონ.
• გაუშვით თქვენს პატარასთან ერთად საპნის ბუშტები;
• დააკვირდით თქვენს პატარასთან ერთად როგორც იზრდება მცენარე;
• მასთან ერთად ჩამოსრიალდით თოვლიანი ბორცვიდან;
• ერთად უყურეთ ვარსკვლავებს;
• გამოჭერით ფიგურები ფერადი ქაღალდებისგან;
• აჩვენეთ თქვენს შვილს ჩრდილების თეატრი;
• ერთად დახატეთ საყვარელი მულტფილმის გმირები;
• მოაწყვეთ პატარა კარავი თქვენთვის და თქვენი პატარასთვის;
• ასწავლეთ ბავშვს თაიგულის დაწვნა;
• მოუწვყეთ პატარა ვულკანი ლიმონმჟავისა და სოდის დახმარებით;
• ერთად უყურეთ მზის ამოსვლას და ჩასვლას;
• მოასმენინეთ ჩიტების ჭიკჭიკი;
• შეანჯღრიეთ ხე, მაშინ როცა მის ქვეშ ბავშვი დგას და აჩვენეთ მას ფოთოლცვენის სილამაზე;
• დააკვირდით ღრუბლებს, რას შეიძლება ისინი წააგავდნენ;
• გამოკვებეთ ჩიტები;
• ჩაწექით თოვლში და გააკეთეთ თოვლზე ანგელოზები;
• ააგეთ პატარა ნაგებობები ქვიშაში;
• აბზრიალეთ ხელში ბავშვი;
• ჩააცვით პატარას თქვენი ტანსაცმელი;
• დაიწყეთ სადილი დესერტით;
• ხატეთ დაორთქლილ ფანჯარაზე;
• ესაუბრეთ ბავშვს ოცნებებზე;
• უყურეთ გარემოს ფერადი მინებიდან;
• აძვერით ხეზე;
• იმღერეთ ერთად;
• ააშენეთ თოჯინების სახლი.
(მოამზადა თეო ტაბატაძემ)