რეგიონები
გორში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის დღე აღინიშნება
ავტორი: თეონა რამაზაშვილი
08 აპრილი, 2014. 15:40
გორში, 11:00 საათზე 9 აპრილის სახელობის სკვერში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინება.
პანაშვიდს 9 აპრილის მოვლენების მონაწილენი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სკვერში გორის კულტურულ-საგანმათლებლო ცენტრის მოსწავლეების მონაწილეობით მცირე ღონისძიება გაიმართება.
15:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრისა და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის ვლას ვაწაძის ინიციატივითა და ორგანიზებით ამავე ცენტრის დარბაზში მოეწყობა ფოტო გამოფენა სახელწოდებით „საბჭოთა ეპოქის შავ-თეთრი ფურცლები". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1989 წლის 9 აპრილს გადაღებული უცნობი ფოტოები.
13 თებერვალი, 2016. 11:35
12 თებერვალი, 2016. 13:21
28 იანვარი, 2016. 15:43
27 იანვარი, 2016. 16:40
26 იანვარი, 2016. 19:57
25 იანვარი, 2016. 14:25
19 იანვარი, 2016. 12:23
18 იანვარი, 2016. 11:59
17 იანვარი, 2016. 18:57