reportiori.ge - ნიკოლოზ მჟავანაძე: „მაინტერესებს, თეა თუთბერიძეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორობა სართულებიანი გინებისთვის მიანიჭეს?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:01
ინტერვიუ
ნიკოლოზ მჟავანაძე: „მაინტერესებს, თეა თუთბერიძეს ილიას უნივერსიტეტის პროფესორობა სართულებიანი გინებისთვის მიანიჭეს?!
ავტორი:
09 აპრილი, 2014. 17:52



„თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე „ადვოკატთა ასოციაციის წევრებს“ – გრიგოლ გაგნიძესა და ნიკოლოზ მჟავანაძეს კუდ-ის აგენტებს უწოდებს და ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლეიბს დროს, ამ ადვოკატებს ზაზა ხატიაშვილთან დაახლოება და კუდ-ისთვის ინფორმაციების მიწოდება ევალებოდათ, რისთვისაც ისინი კუდ-ისგან გასამრჯელოს, თვეში ათას-ათას ლარს იღებდნენ. ამასთან, თუთბერიძე შსს-ს მოუწოდებს, ეს ინფორმაცია ან უარყოს, ან დაადასტუროს. „ქართული სიტყვა“ „უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელს, ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძეს ესაუბრა.

 

– ნიკა, თეა თუთბერიძესთან თქვენი დაპირისპირება გარკვეულწილად ზაზა ხატიაშვილთან უთანხმოებას ხომ არ უკავშირდება?

– „ადვოკატთა ასოციაციაში“ ოთხი ათასი ადვოკატია და ის 950 ხმა, რომელიც ზაზა ხატიაშვილმა არჩევნებში მიიღო, ნახევარიც არაა. ადვოკატების ნაწილს მიგვაჩნია, რომ ხატიაშვილს ადვოკატთა კორპუსში რეიტინგი არ აქვს.

 

– იმის თქმა გინდათ, რომ საარჩევნო მონაცემები მის რეალურ ავტორიტეტს არ შეესაბამება?

– უახლოეს ხანში ადვოკატთა ნაწილი წარმოვადგენთ პროგრამას, რომლითაც „ადვოკატთა ასოციაციის“ წესდებაში ცვლილებები უნდა შევიდეს და, შესაბამისად, არჩევნებიც ხელახლა უნდა ჩატარდეს. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ელექტრონულად, კომპიუტერით უნდა ჩატარდეს, რომელიც ადვოკატებს საშუალებას მისცემს, რომ თავმჯდომარის სასურველ კანდიდატს ხმა სახლიდან გაუსვლელად მისცენ. ასეთ შემთხვევაში ადვოკატთა უმრავლესობა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

 

– თავის დროზე საარჩევნო ქვორუმი შედგა?

– დიახ, ქვორუმი შედგა, არჩევნები ჩატარდა და ხატიაშვილს ხმა 800 ადვოკატმა მისცა.

 

– ანუ, ხატიაშვილმა არჩევნები ლეგიტიმურად მოიგო.

– მოიგო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლება არ გვაქვს, არჩევნების ჩატარება ხელახლა მოვითხოვოთ.

 

– თუკი არჩევნების ლეგიტიმურობაში ეჭვი არ გეპარებათ, აბა, ხელახლა ჩატარებას რატომ, ან რის საფუძველზე ითხოვთ?

– ამ ადამიანმა „ადვოკატთა ასოციაცია“ ერთი პიროვნების სამართავ სტრუქტურად გადააქცია და ყველაფერს თავად განაგებს. როგორც კი „ნაციონალების“ განცხადება გაკეთდება, მაშინვე ტრიბუნასთან ჩნდება და ამა თუ იმ საკითხზე წინა ხელისუფლებასთან უნისონში საუბრობს. მიგვაჩნია, რომ ორგანიზაცია გადაიქცა „ნაცმოძრაობის“ დამხმარე ძალად. განა, მხოლოდ გოგა ონიანის გამო დავუპირისპირდით ხატიაშვილს? როგორც კი პრეტენზიები გამოვთქვით, რომ იდევნება ჩვენი განსხვავებული შეხედულებები, მაშინვე ხელისუფლებისგან მართულად გამოგვაცხადა. ამ და სხვა მიზეზების გამო, ადვოკატთა ნაწილმა მის წინააღმდეგ სარჩელიც შევიტანეთ და ზაზა ხატიაშვილს მხარი მხოლოდ თეა თუთბერიძემ დაუჭირა.

ისე, როგორც გავიგე, თეა თუთბერიძე ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ყოფილა. მინდა, შევეკითხო ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, რისთვის მიანიჭა პროფესორობა, სართულებიან გინებაში თუ ადამიანების მიმართ აღვირახსნილი ფორმებით გამოხატულ შეურაცხყოფაში? სირცხვილია, რომ ასეთ პირს საქართველოში ტრიბუნას უთმობენ. ჩვენს ქვეყანაში მკაცრი კანონები რო იყოს, თუთბერიძე ციხეში იჯდებოდა. ახლა კი გამოდის და საშინელ დანაშაულში ბრალს უაპელაციოდ გვდებს.

 

– თეა თუთბერიძემ განაცხადა, რომ თქვენ და გრიგოლ გაგნიძე კუდ-ის აგენტები იყავით. მართალია?

– (იცინის) ჯერ ვიკითხოთ, ლოგიკა სად არის? როცა ეგ„ კმარელების“ დროშას აფრიალებდა, მაშინაც „ნაციონალებს“ ვებრძოდი და ახლაც და მათი აგენტი როგორ ვიქნებოდი?!

 

– ბევრი მედროვისგან განსხვავებით, თუთბერიძე არც მაშინ მალავდა და არც ახლა უარყოფს, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერია...

– ერთ ჟურნალისტს შევეკითხე, რატომ უთმობენ მედიასაშუალებები ამ ქალს ამდენ დროს და ადგილს-მეთქი და მიპასუხა, თუთბერიძეზე ნიუსები კითხვადიაო. შე დალოცვილო, ამ ლოგიკით რომ ვიმსჯელოთ, სტუდიაში შიშველი თუთბერიძე რომ დასვათ, ამასაც ექნება „ნახვები“. მხოლოდ თუთბერიძე კი არა, ყველა უნდა დაისაჯოს, ვინც მედიით მოქალაქეებს უაპელაციო შეურაცხყოფას აყენებს. ასევე, ისინიც უნდა დაისაჯონ, ვინც ამ სტანდარტებს აწესებენ.

 

– ნიკა, ბოლო 20 წელია, ქართველ პოლიტიკაში „აგენტომანია“ ერთობ მოდურია, ანუ გამოდი, რომ ყველა, ვინც პოლიტიკაშია, აგენტია?

– ვინც გაუსვრელია, ყველას ტალახში ამოსვრას ცდილობენ, ჩემს ცხოვრებაში შავი ლაქა არ არსებობს, ისეთი არაფერი მიკეთებია, რისიც შეიძლება, შემრცხვეს. აქედან გამომდინარე, არავის მივცემ უფლებას, შეურაცხყოფა მომაყენოს. წარმოადგინონ სერიოზული არგუმენტები და ბრალი, ყალბი ქსეროასლებით კი არა, დოკუმენტებით დამიმტკიცონ!

თეა თუთბერიძის წინაღმდეგ პროკურატურაში განცხადება შეტანილი მაქვს, შემდეგი ნაბიჯი სასამართლოში სარჩელის შეტანა იქნება.

 

ესაუბრა ნათია გოგიტიძე

გაზეთი „ქართული სიტყვა“

 

09. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016