reportiori.ge - სერგო რატიანმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:28
პოლიტიკა
სერგო რატიანმა გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 18:47

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის და განათლების ყოფილი მინისტრის,  გიორგი მარგველაშვილის ანგარიში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა გააკრიტიკა. „მარგველაშვილმა იმ  კანონის ინიცირება მოახდინა, რომლითაც უნივერსიტეტების რეორგანიზება  მათი კოლეგიური ორგანოს უკითხავად გახდებოდა  შესაძლებელი. მანვე  მოახდინა ინიცირება კანონისა, რომლის საფუძველზეც, ახალი თაობის მეცნიერებსა და  დოქტორანტებს  ასისტენტ-პროფესორობა ეზღუდებათ.“  – განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა. სერგო რატიანი, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  დახურვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ  აღნიშნულ უნივერსიტეტში ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემოდათ, ამერიკული დიპლომი მიეღოთ  გაცილებით იაფად, ვიდრე ამერიკაში. ასევე, განათლების ყოფილი მინისტრი, აგრარული უნივერსიტეტის, ავტორიზაციის გაუქმებაშიც დაადანაშაულა. რატიანმა ყურადღება იმ კანონზეც გაამახვილა, რომლის საფუძველზეც, პრემიერ-მინისტრს  უნივერსიტეტებში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის უფლება ეძლეოდა. თუმცა, მისივე თქმით, ოპოზიციის, უნივერსიტეტის პროფესორების, სტუდენტების,  არასამთავრობო ორგანიზაციების,  დიპლომატიური კორპუსისა  და უმრავლესობის 12 წევრის კრიტიკის შედეგად, უნივერსიტეტების ავტონომია შენარჩუნებულია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016