reportiori.ge - დღევანდელ დღეს ვახტანგ ჭელიძე დაიბადა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:55
კულტურა
დღევანდელ დღეს ვახტანგ ჭელიძე დაიბადა
ავტორი:
10 აპრილი, 2014. 11:29


ქართველი მწერალი, მთარგმნელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ვახტანგ ჭელიძე 1917წლის 10 აპრილს  სოფელ ბახვში დაიბადა. დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის განხრით. იყო გამომცემლობა საბლიტგამის" მთავარი რედაქტორი.


1955-57 წლებში იყო ჟურნალ „ნიანგის", 1957-62 - ჟურნალ „ცისკრის" რედაქტორი, 1963-67 წლებში საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი, ასევე იყო გამომცემლობა საბჭოთა საქართველოს" დირექტორი, გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს" მთავარი რედაქტორი. ამავე პერიოდში დააარსა ჟურნალი „ხომლი".


1985-91 წლებში დირექტორობდა გამომცემლობა ნაკადულს". ჭელიძე იყო კინოსტუდია ქართული ფილმის" მთავარი რედაქტორი, სხვადასხვა  ჟურნალ-გაზეთების სარედაქციო საბჭოს წევრი. მინიჭებული აქვს ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია და ლიტერატურული პრემია საბა". დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


ჭელიძის პირველი თარგმანი - უილიამ შექსპირის რომეო და ჯულიეტა" გამოქვეყნდა 1945 წ. , პირველი ორიგინალური თხზულება, ბიოგრაფიული რომანი ცხოვრება ივანე მაჩაბლისა" - 1955 წლებში. ჭელიძეს ეკუთვნის შექსპირის, ჯონ ფლეჩერის, ჯონ მილტონის, დენიელ დეფოს, უოლტერ სკოტის, ჩარლზ დიკენსის, ჯონ გოლზუორთის, ჯეკ ლონდონის, მარკ ტვენის, ერნესტ ჰემინგუეის, ჯონ სტაინბეკის, ჯერომ სელინჯერის ნაწარმოებთა თარგმანები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები, ესეები; განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭელიძის მხატვრულ-დოკუმენტური ვრცელი თხზულება „ქართლის ცხოვრების ქრონიკები" (ტ. 1-4, 1973-83).




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016