reportiori.ge - ნახევარფინალების მოლოდინში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 02:32
სპორტი
ნახევარფინალების მოლოდინში
10 აპრილი, 2014. 12:42

მეორე დღეა ფეხბურთის გურმანები მოსაწყენად ვერ იცლიან. ერთი მეორეზე უკეთესი მატჩების შემხედვარე, ნახევარფინალებში კიდევ უფრო საინტერესო და დაძაბული შეხვედრები გველოდება. სპეციალისტთა დიდი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2013-14 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად, რეალურად, დღეისთვის ოთხი საუკეთესო გუნდი შემორჩა. შეიძლება ვინმეს „ბარსელონას" წაგებამ გული დაწყვიტა, მაგრამ „ატლეტიკო" ორი მატჩის ჯამში ნამდვილად უკეთესი იყო და დამსახურებულად გავიდა შემდეგ ეტაპზე.


გუშინდელი მატჩებიდან მიუნჰენში გამართულ შეხვედრაში სასწაულს არავინ ელოდა: „ბავარია" აშკარად უფრო ძლიერია და ეს დაამტკიცა კიდეც. მანჩესტერელთა თავკაცი დევიდ მოიესი აცხადებს, ახალ გუნდს ვაშენებ და ჩვენი გამარჯვებები მომავლის პერსპექტივააო. შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ ბატონ დევიდს უნდა ვუთხრა, რომ საძირკველი არც თუ ისე მყარია, ვერც მშენებელი მოჩანს დიდი არქიტექტორი და ამაზე დაშენებულმა გუნდმა, ვეჭვობ, თუნდაც ახლანდელს აჯობოს.


„ატლეტიკო" „ბარსელონას" შეხვედრაში იყო ყველაფერი, რის გამოც ფეხბურთს მილიონობით გულშემატიკვარი ჰყავს; ბანალური ფრაზაა, მაგრამ ფაქტია. შეხვედრის განხილვას არ შევუდგები, უბრალოდ შემოგთავაზებთ მატჩისშემდგომ კომენტარებს:


თუ „ატლეტიკო" „ჩელსის" შეხვედება ტიბო კორტუას თამაში საეჭვოა, რადგან მადრიდელებს ამისთვის 6 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ. მადრიდელთა პრეზიდენტის, ენრიკო სერესოს განცხადებთ, კლუბი ამხელა თანხას ვერ გადაიხდის.


ჩავი გახდა პირველი ფეხბურთელი, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომლის ყველა გადაცემაც ზუსტი იყო.


დავიდ ვილია - ატლეტიკო ერთიანი გუნდია, რა თქმა უნდა, გახარებული ვართ, მადლობა გულშემატკივრებს, რომელთა თანადგომაც ძალიან დაგვეხმარა არდა თურანისა და დიეგო კოსტას არყოფნაში.


დიეგო სიეონე - აღტაცებული ვარ ჩემი ფეხბურთელებით, ყველა მათგანი მიყვარს, მიხარია, რომ მათი პროგრესი თვალსაჩინოა. ერთმანეთს ბოლომდე ვენდობით, ამიტომ ფეხბურთელები საკლუბო პრინციპებსა და იდეალებს არ ღალატობენ.


ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან ორი შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ბარსა ფავორიტი იყო და ჩვენ სიმშვიდე გვმართებდა. კატალონიელები საკუთარ ნახევარზე გვიწყობდნენ პრესინგს ჩვენ ჩვენსაზე. მეორე ტაიმში თავის დაცვა მოგვიწია, რასაც თავი კარგად გავართვით. ბიჭები ჩასაფრებული იყვნენ და მეორე გოლის გატანაც შეეძლოთ. ახლა კარგად უნდა დავისვენოთ, რადგან კვირას მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება.


ნეიმარი - წაგებამ გული დამწყვიტა, ჩემი აზრით უკეთესად გამოვიყურებოდით, ყურების ჩამოყრა არ ღირს, რადგან ცხოვრება გრძელდება. თუმცა, არ დავმალავ, იმედგაცრუებულები ვართ, არც ისე იოლია წაგებასთან შეგუება.


ანდონი სუბისარეტა (ბარსელონას სპორტული დირექტორი) - „ატლეტიკო" გამორჩეულ სეზონს ატარებს, შეხვედრის ბედი ფაქტიურად პირველ 15 წუთში გადაწყდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ დიეგო სიმეონემ ტატა მარტინოს ტაქტიკურად აჯობა. „ბარსელონამ" შეცდომების გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს.


წარსულში დიდი მეკარის გამონათქვამი ცოტა საკამათო მეჩვენება, რადგან წელს ეს გუნდები მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს და ვარსკვლავებით დახუნძლულმა „ბარსამ" ვერცერთხელ ვერ მოიგო.


ნახევარფინალების კენჭისყრა 11 აპრილს გაიმართება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016