22 წლის ქართველმა ფრირაიდერმა, RED BULL-ის სპორტსმენმა, ივა წიკლაურმა 2014 წლის მარტში კავკასიის მთების სამი მწვერვალი დალაშქრა.
იგი სომხეთში, მწვერვალ არაგაწზე, (4091 მ.), აზერბაიჯანში- მწვერვალ ბაზარდუზუზე (4466 მ.) და საქართველოში- მწვერვალ შხარაზე (5193 მ.) იმყოფებოდა. ექსპედიცია 25 დღე გაგრძელდა. მასთან ერთად მწვერვალების დალაშქვრაში მონაწილეობდნენ: მთასვლელი ტატო ნადირაძე, ოპერატორი ნიკა ლებანიძე, ფოტოგრაფი ნიკა ფანიაშვილი, გადამღები ჯგუფი თურქეთიდან და უკრაინიდან.
„კავკასიის მწვერვალების დაპყრობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო, ყოველთვის მინდოდა, რომ სწორედ ასე გამომეცადა ჩემი თავი და ის გამეკეთებინა, რაც აქამდე არავის არ გაუკეთებია. ამ დაუვიწყარი თავგადასავლების შედეგად კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მთა ცოცხალი ორგანიზმია და მეც მთას ვეკუთვნი"- განაცხადა ივა წიკლაურმა.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)