reportiori.ge - მდინარე ენგურში დაკარგული ოთხი ადამიანის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ გრძელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 05:01
რეგიონები
მდინარე ენგურში დაკარგული ოთხი ადამიანის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ გრძელდება
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 18:55

სვანეთში, სოფელ ჭუბერში მომხდარი ავარიის შედეგად მდინარე ენგურში დაკარგულთა ახლობლები დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში არ არიან  ჩართული მაშველები.  ოთხ გარდაცვლილს უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ.  ძებნის პროცესი მხოლოდ ერთი ხის ნავით ხორციელდება„რეპორტიორი“ გარდაცვლილების ახლობელს ესაუბრა.  თამუნა ნათაძის განცხადებით სამძებრო სამუშაოები გუშინ დილით დაიწყო.  თუმცა მცდელობა ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება. „ თითქმის ორი დღეა რაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ მდინარე ადიდებულია და სპეციალური ტექნიკის გარეშე თითქმის შეუძლებელია რამის დანახვა. ვთხოვთ კომპეტენტურ პირებს დაინტერესედნენ ჩვენი გასაჭირით  და დაგვეხმარონ.“-განაცხადა თამუნა ნათაძემ. მისივე  განცხადებით, სამძებრო სამუშაოები სპეციალური ტექნიკისა და მაშველების გარეშე მიმდინარეობს. ამ პრობლემის გამო მათი პოვნის შანსი ნულს უტოლდება, ხოლო საკითხით დაინტერესება ხელისუფლებისა და სათანადო პირების მხრიდან არ მომხდარა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ  მდინარე ენგურში ავტომანქანა გადავარდა. დაკარგულია ოთხი პირი, მათ შორის 24 წლის ტყუპი დები, მათი დედა და ბიძა. მათ რუსეთიდან ბაბუა გადმოასვენეს.



 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016