reportiori.ge - ვანგა: „ის რაც ერთიანდებოდა – ნაწილ-ნაწილ დაიშლება. ეს რუსეთის გვერდით მოხდება“.
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 14:49
სხვადასხვა
ვანგა: „ის რაც ერთიანდებოდა – ნაწილ-ნაწილ დაიშლება. ეს რუსეთის გვერდით მოხდება“.
ავტორი:
10 აპრილი, 2014. 18:41

რუსი ჟურნალისტები თავისი ქვეყნის იმპერიალისტური ოცნებების ახსნას, გამოჩენილი ბულგარელი ნათელმხილველის ვანგას გამონათქვამებში ეძებენ

 

 

უკრაინასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები ლეგენდარული ბულგარული წინასწარმეტყველის გამონათქვამებს ახალ აზრს სძენს.


„ახლა რუსეთს კავშირი ჰქვია - თქვა ბაბა ვანგამ 1979 წელს - თუმცა დაბრუნდება ძველი რუსეთი,  ისევ ერქმევა, როგორც წმინდა სერგის დროს და მის სულიერ აღმატებულებას ყველა აღიარებს".


წინასწარმეტყველის ერთ-ერთი ბიოგრაფი ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორი ველიჩკო დობრიანოვი ირწმუნება, ვანგამ განაცხადა ამერიკის 44-ე პრეზიდენტი შავკანიანი იქნებაო. 2009 წელს ასეც მოხდა, როცა ამერიკელებმა ბარაქ ობამა აირჩიეს. ბაბა ვანგამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიც წინასწარ განჭვრიტა:


„ბევრი ადამიანი დაზარალდება, უბედურება ყველა მხრიდან წამოვა, ყველას შეეხება... ადამიანები ტანსაცმლის, საჭმლის, გათბობისა და შუქის გარეშე დარჩებიან..." ამ მდგომარეობიდან მსოფლიოს გამოყვანა, მისი თქმით, „კარგ, კეთილსინდისიერ ხელმძღვანელს" შეეძლო, თუმცა იქვე ამატებს „არიან კი ასეთები ამჟამად?"


ამ სამი წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე კარგად ჩანს, რომ ბულგარელი ნათელმხილველი მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე ფიქრობდა, გლობალურ და რეგიონულ მასშტაბებში. იქნებ შემთხვევით „ხედავდა" ცალკეულ ფრაგმენტებს, ამიტომ გამორიცხული არ არის, რომ მის ყველა სიტყვაში იდოს აზრი,  ზოგჯერ გაუგებარიც, რადგან ბევრი რამ ათწლეულების შემდეგ ხდება გასაგები.


 

ძმა ძმის წინააღმდეგ ამხედრდება...


ვანგას ერთ-ერთი სტენოგრაფისტი ბოიკა ცვეტკოვა მის ასეთ ფრაზას იხსენებს: „სულ უფრო ხშირად შეხვდებით ადამიანებს, რომელთაც თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით. ძმა ძმაზე გაიწევს, დედები შვილებს მიატოვებენ. ყველა შეეცდება თავი გადაირჩინოს"...


ადრე ფიქრობდნენ, რომ ეს სიტყვები კაცობრიობის არასახარბიელო მომავალს ეხებოდა, ახლა კი ეჭვი არ არის - გამონათქვამი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ასახავს. თვალებიან ბრმებში და ყურებიან ყრუებში ევროპის რეაქცია იგულისხმება: ხედავენ მხოლოდ იმას, რაც უნდათ, ესმით კი მხოლოდ საკუთარი ხმა.


ვიტკე პეტკოვსკი ბოლო თხუთმეტი წლის მანძილზე ვანგას მეურნეობას უძღვებოდა. 1996 წლის აგვისტოში ნათელმხილველმა მოითხოვა, რომ მისი ყოველი სიტყვა ჩაეწერათ და მხოლოდ 2010 წელს გამოექვეყნებინათ. „ის რაც ერთიანდებოდა - ნაწილ-ნაწილ დაიშლება და ეს რუსეთის გვერდით მოხდება". ოთხი წლის წინ ეგონათ, რომ ამ სიტყვებში ევროკავშირი იგულისხმებოდა, თუმცა იქნებ უკრაინას გულისხმობდა, რომელიც ჩვენს თვალწინ ქუცმაცდება?



მოვა დროა და სლავები გაერთიანდებიან


რუსეთ-ყირიმის გაერთიანების შემდეგ ბევრი მისი ნათქვამი სხვაგვარად გვესმის, მაგალითად, 1979 წელს საბჭოთა მწერალმა ვალენტინ სიდოროვმა ჩაიწერა: „ყველაფერი ყინულივით დადნება, მხოლოდ ერთს არ ემუქრება არაფერი - ვლადიმირის დიდებას, რუსეთის დიდებას,რომელიც ყველას და ყველაფერს წალეკავს და არა მარტო გადარჩება, მსოფლიოს მბრძანებლადაც მოგვევლინება".


ადრე მკითხაობდნენ რომელ ვლადიმირზე იყო საუბარი. გაიხსენეს ლენინი, მთავარი ვლადიმირ სვიატოსლავოვიჩი, ჟირინოვსკიც კი იგულისხმეს. ახლა ნათელი გახდა ვანგა ვისაც გულისხმობდა.


პროფესორი დობრიანოვი იხსენებს, რომ ვანგა ყველა სლავის გაერთიანებაზე საუბრობდა: „მოვა დრო და რუსეთის ხელისუფლებაში მოვა მმართველი, რომელიც ნელ-ნელა, შეცდომების ფონზე, სლავურ მიწებს გააერთიანებს და ომებს ბოლოს მოუღებს".


ერთხელ ისიც უთქვამს, ადამიანებს წითელი ფული ექნებათ, ვხედავ ხუთიანს და ნულებსო; ახლანდელ რუსულ 5000-რუბლიან კუპიურას ხომ არ გულისხმობდა? იქნებ გაერთიანებულ სლავურ მიწაზე ვალუტად რუსული რუბლი იქნება?


ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ კითხვაზე კაცობრიობას მსოფლიო ომი ემუქრება თუ არა, ვანგა პასუხობდა, რომ მსგავსი რომ არ მოხდებოდა.


არის ცოტა უცნაური წინასწარმეტყველებაც: ვანგას აზრით, შავკანიანი ადამიანი, ანუ ობამა, ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი იქნება, რადგან ამერიკა ან გაიყინება ან მძლავრი ეკონომიკური კრიზისი დაანგრევს და სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატებად დაიშლებაო. ამის დაჯერება ცოტა ძნელია, თუმცა არც უკრაინაზე გამოთქმული მისი აზრებისა სჯეროდათ.


ისტორიული ცნობა



ვანგა (ვანგელა პანდევა) დაიბადა 1911 წლის 31 იანვარს, გარდაიცვალა 1996 წლის 11 აგვისტოს. ცხოვრობდა ქალაქ პეტრიჩში (ბულგარეთი). დაკრძალულია წმინდა პეტრე ბულგარელის ეკლესიასთან, რუპიტის რაიონში.

12 წლის ასაკში ძლიერ ქარბორბალაში მოყვა, მართალია ცოცხალი გადარჩა, მაგრამ მხედველობა დაკარგა.

 

 

თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016