სპორტი
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფა-ს რეიტინგის ასეულიდან გავარდა
ავტორი: თეო ტაბატაძე
10 აპრილი, 2014. 18:45
საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ფიფა-ს რეიტინგის ასეულიდან გავარდა. ფიფას ახალი რეიტინგ-ლისტი დღეს გამოქვეყნდა. თემურ ქეცბაიას ნაკრებმა ერთი თვის განმავლობაში (უთამაშებლად) ოთხი ადგილი დაკარგა და მოწინავე ასეულიდან გავარდა. საქართველოს ნაკრები 303 ქულით მსოფლიოში 103-ე პოზიციაზეა.
საქართველოს ნაკრებს ისეთი გუნდები უსწრებენ, როგორიც ნიგერია, ეთიოპია, ბენინი, ბოტსვანა და სხვაა.
მოწინავე სამეულში კი ცვლილებაა - პორტუგალიის ნაკრები 1245 ქულით მესამე ადგილზე გადავიდა, ხოლო აქამდე მესამეზე მყოფი არგენტინა მე-6 ადგილამდე ჩამოქვეითდა.
აზერბაიჯანმა რეიტინგში თავის ისტორიაში ყველაზე მაღალი ადგილი დაიკავა. ბერტი ფოგთსის მწვრთნელობით, აზერბაიჯანის ნაკრები 85-ე პოზიციაზეა.
07 თებერვალი, 2016. 00:45
06 თებერვალი, 2016. 18:47
04 თებერვალი, 2016. 16:17
29 იანვარი, 2016. 10:58
27 იანვარი, 2016. 16:58
26 იანვარი, 2016. 23:00
26 იანვარი, 2016. 13:26
26 იანვარი, 2016. 11:49
25 იანვარი, 2016. 17:27
23 იანვარი, 2016. 15:05
23 იანვარი, 2016. 14:19