reportiori.ge - სერგეი ბეზრუკოვის ჩამოყვანას ქართველი მსახიობები ითხოვენ (ვიდეო)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:40
კულტურა
სერგეი ბეზრუკოვის ჩამოყვანას ქართველი მსახიობები ითხოვენ (ვიდეო)
ავტორი:
11 აპრილი, 2014. 10:45


რუსი მსახიობის სერგეი ბეზრუკოვის თბილისში ჩამოსვლას და მისი სპექტაკლის გამართვას ქართველ მომღერალთა და მსახიობთა ერთი ნაწილი ითხოვს. ამ თემაზე მათ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ამ დროის მონაცემებით, მიმართვას ხელი შვიდმა ადამიანმა მოაწერა, ადრესატი კი კულტურის პალატაა.


შეგახსენებთ, ყირიმში  რუსეთის ქმედებების მხარდაჭერისთვის, რუსეთის სახალხო არტისტის სერგეი ბეზრუკოვის  თბილისში 2014 წლის მარტის დასაწყისში დაგეგმილი სპექტაკლი  გააუქმეს.


„საქართველოში არც ერთ მსახიობს არ ჩამოვიყვან, ვინც, ნებისმიერი ფორმით, ანტიდემოკრატიულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს იგივეა, რომ მხარი დაუჭირონ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას", - აცხადებდა მაშინ კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი.


ყირიმის საკითხებში პუტინის პოზიციის მხარდამჭერი წერილი კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე  გაავრცელეს, რომელსაც 86 ხელოვანი აწერდა ხელს.


„საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე მე სპექტაკლ „ხულიგანში" ვითამაშე, საქართველოზე ძალიან კარგი შთაბეჭდილები დამრჩა, იქ ჩემს მეგობრებსაც ვესაუბრე ტელეფონით. ვინ დაზარალდა ამ სპექტაკლის გაუქმებით? პირველ რიგში - მაყურებელი, რომელიც პოლიტიკოსთა მოქმედების მსხვერპლი ხდება. საწყენია, რომ სპექტაკლი „პუშკინი" საქართველომდე ვერ ჩავიდა. სხვათა შორის, სიყვარულის გამოცდა სწორედ ამგვარ სიტუაციებშია ხოლმე: თუ ზურგი შეგაქციეს, ესე იგი, არ უყვარხარ. შემოქმედისათვის ეს სასარგებლოცაა, იგი იწრთობა. ყველა ვერ შეგიყვარებს, ასეთი რამ არ ხდება", - ასე გამოეხმაურა ბეზრუკოვი „როსიისკაია გაზეტასთან" ინტერვიუში საქართველოში სპეკტაკლის გაუქმებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)

 

 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016