reportiori.ge - ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 04:55
სამართალი

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები, ბიზნესნემ ვანო ჩხარტიშვილის მიერ გავრცელებულ  განცხადებას პასუხობენ.„რეპორტიორი განცახდების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "თბილისის საქალაქო სასამართლოში ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეების მიერ ყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით აღძრული იქნა სამოქალაქო სარჩელი
აღნიშნული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა ბატონი ჩხარტიშვილის მიერ უკანონოდ მითვისებული აქციების უკან დაბრუნება და მითვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებმა სარჩელით ასევე მიმართეს ბრიტანეთის ვირჯინიიის კუნძულების სასამართლოს, სადაც სადავო კომპანიაა რეგისტრირებული. ამ დავის განხილვა მიმდინარეობს ზემოთხსენებულ სასამართლოში. შესაბამისად, ერთსა და იმავე სარჩელთან დაკავშირებით საქართველოსა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე პარალელურ რეჟიმში სამოქალაქო საქმის წარმოების თავიდან აცილების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოხმობილ იქნა აღნიშნული სარჩელი და მისი განხილვა გაგრძელდება ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სასამართლოში. ამავე დროს, ჩვენს მიერ საქართველოს პროკურატურაში შეტანილია საჩივარი ვანო ჩხარტიშვილის მიერ საქართველოში არსებული პატარკაციშვილის სხვა აქტივების მითვისების ფაქტზე და, ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. გამოვთქვამთ იმედს, რომ ქონების მითვისებასთან დაკავშირებით ზემოხსენებული გამოძიება და სამართლებრივი დავები გადაწყდება ობიექტურად როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ", – ნათქვამია პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატების განცხადებაში.

-->
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 18:59

- +

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016
არქივი