reportiori.ge - კონსერვატორიაში ოთარ მაღრაძის საიუბილეო კონცერტი „ ჯაზის საღამო“ გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:19
კულტურა
კონსერვატორიაში ოთარ მაღრაძის საიუბილეო კონცერტი „ ჯაზის საღამო“ გაიმართება
11 აპრილი, 2014. 16:06



12 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკოს ოთარ მაღრაძის საიუბილეო  კონცერტი გაიმართება. ოთარ მაღრაძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჯაზის ვარსკვლავები: დინი ვირსალაძე, მაია ბარათაშვილი, რეზო კიკნაძე, გულიკო ჭანტურია, ირმა სოხაძე, ოთარ საგანელიძე, გიორგი სამსონიძე და ვალერი ფაილოძე.

ოთარ მაღრაძე 40 წელზე მეტია ქართული ჯაზის განვითარებას ემსახურება. მუსიკოსს ჩატარებული აქვს მრავალი ჯაზური მუსიკის კონცერტი, ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა მთელ რიგ საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებში.

იგი არის საარბრიუკენის, ნანტის, ჰანოვერის, ტალინის, მოსკოვის, დონეცკის, ერევნის, რიგის, ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალების ლაურიატი. ჩაწერილი აქვს 4 C, ასევე ერთობლივი მუზიცირება ჰქონდა ისეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, როგორებიც  არიან: ჩაკა ხანი, ფილ მალკოვიჩი, ბობ მონცერი, ბენი გოლსონი და სხვები.

 

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016