12 აპრილს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში მუსიკოს ოთარ მაღრაძის საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ოთარ მაღრაძესთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჯაზის ვარსკვლავები: დინი ვირსალაძე, მაია ბარათაშვილი, რეზო კიკნაძე, გულიკო ჭანტურია, ირმა სოხაძე, ოთარ საგანელიძე, გიორგი სამსონიძე და ვალერი ფაილოძე.
ოთარ მაღრაძე 40 წელზე მეტია ქართული ჯაზის განვითარებას ემსახურება. მუსიკოსს ჩატარებული აქვს მრავალი ჯაზური მუსიკის კონცერტი, ასევე მიღებული აქვს მონაწილეობა მთელ რიგ საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალებში.
იგი არის საარბრიუკენის, ნანტის, ჰანოვერის, ტალინის, მოსკოვის, დონეცკის, ერევნის, რიგის, ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალების ლაურიატი. ჩაწერილი აქვს 4 Cდ, ასევე ერთობლივი მუზიცირება ჰქონდა ისეთ მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: ჩაკა ხანი, ფილ მალკოვიჩი, ბობ მონცერი, ბენი გოლსონი და სხვები.