იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ, სწორი კვება ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი ფაქტორია. გთავაზობთ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ თავი უკეთესად იგრძნოთ, რაც მთავარია, თუ რჩევებს გაითვალისწინებთ, შედარებით გვიან იგრძნობთ სიბერეს. საგრძნობლად შეამცირეთ საკვებში შაქარი და მარილი. ასაკოვან ადამიანებში შაქარი იწვევს კოლაგენის ნეგატიურ ცვლას, რაც აჩენს ნაოჭებს. გარდა ამისა ნაკლებად მიირთვით ცხიმიანი და შემწვარი საკვები. ასეთი საკვების ბოროტად გამოყენებას მოსდევს ათეროსკლეროზი. ქოლესტერინი ეცობა სისხლძარღვებს და იწყება ორგანიზმის სწრაფი დაბერება. ექიმები გვირჩევენ მეტი ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე საკვებს უნდა დავუმატოთ ვიტამინების კომპლექსიც. სვით მეტი სუფთა წყალი და არა გაზიანი. სითხე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას და აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის, ეს კი ახანგრძლივებს ახალგაზრდობას.
1. სტაფილო - ეს ნარინჯისფერი ლამაზმანი ბეტა-კაროტინის ნამდვილი საბადოა, რაც უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს.
2. პომიდორი - ეს ბოსტნეული ისეთივე ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტია, როგორც ლიკოპინი, რომელიც საიმედოდ იცავს კანის საფარს მწველი მზისგან. მეტიც, ყოველდღიურ რაციონში პომიდორის ჩართვა წნევასაც არეგულირებს.
3. ბანანი - ეს იმ ქალბატონების არჩევანი უნდა იყოს, ვისაც სურს, რომ ჩამოსიებული ქუთუთოებისგან გათავისუფლდეს. ძილის წინ ერთი ბანანის მირთმევის შემთხვევაში ტკბილი ძილი გარანტირებული გექნებათ. ბანანი შესანიშნავი საძილე საშუალებაა. ლამაზი კანი ხომ შეუძლებელია სრულფასოვანი ძილის გარეშე.
4. შვრია - ამ ბურღულის საუზმე კანის სილამაზის გარანტიაა. ნაოჭების ნაადრევ გაჩენას ხელს შეუშლის ისეთი ელემენტები, როგორებიცაა რკინა, მაგნიუმი და კალციუმი.
5. ჭინჭარი - ამ ბალახისგან მომზადებული ჩაი ანტისეპტიკური საშუალებაა, რომელიც სახის კანს ამშვიდებს და გამონაყარს აქრობს მისგან.
6. პიტნა - არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ კანის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია კუჭ-ნაწლავთან. ლამაზი კანი - უმთავრესად, დამოკიდებულია სწორ კვებასა და კუჭის ნორმალურ მოქმედებაზე. კუჭ-ნაწლავთან და მონელებასთან დაკავშირებულ პრობლემებს სწორედ პიტნის ჩაი მოგიგვარებთ. ყველაფერთან ერთად, ის სტრესისგანაც გაგათავისუფლებთ.
7. ჭარხალი - ამ ბოსტნეულის სარგებელი სილამაზესა და ჯანმრთელობაში უძველესი დროიდან არის ცნობილი. ამ ნაყოფის სისტემატურად მიღებას გვირჩევენ მთელი მსოფლიოს დიეტოლოგები. ჭარხალი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, კალიუმსა და ორგანიზმისთვის სასარგებლო სხვა ელემენტებს.
8. წითელი ყურძენი - უამრავი კვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ წითელი ყურძენი აჩერებს დაბერების პროცესს. ვინ იტყვის უარს ახალგაზრდა და ლამაზ კანზე?
9. მუხუდო - ეს მარცვლეული თუთიის მთელი საბადოა, თუთია კი კანის სტრუქტურის გაუმჯობესების გარანტიაა. ის ამცირებს კანქვეშა ცხიმის წარმოქმნას და ასუფთავებს კანს. თუთია - კანის ცხიმიანობისა და გამონაყარის მოშორების საუკეთესო საშუალებაა და მას თამამად იყენებენ კოსმეტიკაში.
როგორც კი ორგანიზმში ჰორმონული ბალანსი მცირდება კანი კარგავს ელასტიურობას. ჩნდება ნაოჭები, ფუჭდება თმის ხარისხი. ყველაზე მნიშვნელოვანია ესტროგენი, ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი, სეროტონინი და ენდორფინი. ივარჯიშეთ, იმხიარულეთ, იყავით კეთილები, მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება და დიდხანს შეინარჩუნებთ ახალგაზრდობასა და ჯანმრთელობას.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)