„ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, სადაც ის დესტაბილიზაციის სურვილს მთავრობას უკავშირებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანი მიროტაძე „რეპორტიორთან" საუბარში ეხმიანება.
„ის, ვისაც აწყობს ქვეყნის დესტაბილიზაცია, უბრალოდ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ნაციონალებს აქვთ ამის გამოცდილება, 9 წლის განმავლობაში იმუქრებოდნენ, რომ შექმნიდნენ დესტაბილიზაციას და საზოგადოება დაშინებული იყო. კარგად მახსოვს „მოდელირებული ქრონიკის" ამბავი. გუნდი, რომელსაც ასეთი ფანტაზიის უნარი აქვს, სხვაზე არ უნდა საუბრობდეს. ვერცერთ შემთხვევაში იმის საფუძველს ვერ ვხედავ, რომ ასეთი დასკვნები გააკეთოს ოპოზიციამ. ძალიან კარგად მესმის, რომ ნაციონალები პოლიტიკური სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იბრძვიან, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმდენად ბევრი დანაშაული აქვთ ჩადენილი, რომ ოპოზიციაშიც ვერ ინარჩუნებენ ადგილს. ძალიან ვწუხვარ, რომ უფრო ძლიერი ოპოზიცია არ ჰყავს ჩვენს ხელისუფლებას."-აცხადებს მიროტაძე.