reportiori.ge - გასაიდუმლოებული ადგილები, სადაც ვერ შეხვალთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:08
სხვადასხვა
გასაიდუმლოებული ადგილები, სადაც ვერ შეხვალთ
ავტორი:
12 აპრილი, 2014. 13:13

მსოფლიოში არსებობს ტერიტორიები და დახურული ადგილები სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ მოხვდებიან. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს, თავისი ისტორიებით, თუ როდის ან რა ვითარებაში აღმოჩნდა ტერიტორია დახურული და გასაიდუმლოებული. 

 

 

მეტრო-2 მოსკოვში.

გასაიდუმლოებული მიწისქვეშა მეტრო რუსეთის დედაქალაქში, რომელიც ლეგენდის თანახმად, სტალინის დროს აიგო და ატარებდა სახელწოდებას Д-6 КГБ.

 

მეტრო კრემლს აერთებს გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან, ვნუკოვოს აეროპორტთან და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებთან.

 

 

1994 წელს მოსკოვის დიგერების ჯგუფის წევრმა განაცხადა, რომ იპოვა შესასვლელი ამ მეტროში, თუმცა  ინფორმაცია დაუზუსტებელია და დამტკიცებული არაა არც ფოტოსურათებით და არც ვიდეოჩანაწერებით. ტურისტებისთვის ზონა ალბათ სამუდამოდ დახურული იქნება.


 

 

 

ვატიკანის საიდუმლო საცავები:

 

აქ არის ვატიკანის საარქივო საბუთების ნაკრები. არქივი გასაიდუმლოებულია, რადგან წარმოადგენს რომის პაპის პირად საკუთრებას. დაშიფრული წერილები, ხელნაწერები და კოდექსები იკავებენ 85 კმ სიგრძის თაროებს. ტურისტებისათვის აქ შესვლა აკრძალულია, თუმცა მეცნიერებს შეუძლიათ ზოგიერთ საბუთთან მუშაობა, იმ შემთხვევაში თუ აქვთ სპეციალური ნებართვა.

 

 

 

 

 

ზონა-51″ აშშ-ში:

 

ეს არის აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ლეგენდარული ბაზა, რომელიც ნევადის უდაბნოში მდებარეობს. ამ ადგილის შესახებ დადის ლეგენდები, რომ აქ ინახება უცხოპლანეტელების მფრინავი თეფშები და აგრეთვე მათი სხეულები. პლაკატზე წარწერა გვამცნობს, რომ სამხედროებს შეუძლიათ გაუფრთხილებლად გაგიხსნან ცეცხლი.

 

 

 

 

 

 

კუნძული პოვეგლია იტალიაში.

 

ოფიციალურად  აქ ტურისტებს შესვლა ეკრძალებათ, მაგრამ ბევრი ცნობისმოყვარე და მისტიკის მოყვარული ახერხებს აქ მოხვედრას. საქმე იმაშია, რომ კუნძულთან დაკავშირებულია საშინელი ისტორია: XVI საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიის დროს აქ მოჰყავდათ ავადმყოფები და მათ სხეულებს წვავდნენ, რომ ეპიდემია შეეჩერებინათ. 1922 წელს კუნძულზე გაიხსნა ფსიქიატრიული საავადმყოფო, რომელზეც საშინელი ლეგენდები დადიოდა: ამბობდნენ, რომ მთავარი ექიმი ცდებს ატარებდა ავადმყოფებზე. მედპერსონალი და პაციენტები მუდმივად ხედავდნენ კოშმარებს და შიშისაგან იტანჯებოდნენ. კუნძულს მეტსახელადჯოჯოხეთის კარიბჭეუწოდეს. საბოლოოდ კუნძული მიტოვებული და უდაბური გახდა და მეთევზეებიც კი შორიახლო შიშით ჩაუვლიან ხოლმე მას.

 

 

 

 

 

 

ლასკოს გამოქვაბული საფრანგეთში.

 

ლასკოს გამოქვაბულს მეორენაირადპირველყოფილი მხატვრობის სიქსტ კაპელასუწოდებენ. მხატვრული და გრავირებული სურათები მის კედლებზე ჩვენს ერამდე 18-15 ათასწლეულის წინაა შესრულებული. თავიდან გამოქვაბული ყველა ტურისტისათვის ღია იყო, მაგრამ შეიქმნა ნახატების წაშლის და განადგურების საშიშროება, ამიტომ 1960 წელს ხელისუფლებამ გამოქვაბული დახურულად გამოაცხადა. შეიქმნა მისი ზუსტი ასლი, რომლის მონახულებაც შეუძლიათ ტურისტებს, ხოლო ორიგინალი კი მათთვის მიუწვდომელია.

 

 

 

 

 

 

ციანზუს ეროვნული უსაფრთხოების შემეცნებითი ინსტიტუტი.

ამ მუზეუმში ინახება ჩინეთის შპიონაჟის საიდუმლო მასალები. აქ არის მინი-რევოლვერების, , ტუჩის პომადაში ჩამონტაჟებული მიკროპისტოლეტების, ნიღბების და შპიონაჟისათვის საჭირო სხვა ინვენტარის კოლექცია.

 

თუ თქვენ ჩინეთის მოქალაქე არ ხართ, აქ შესვლა აკრძალული გაქვთ, რადგან ჩინელებს არ სურთ შპიონაჟის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს უცხოელებისთვის. აი ფოტოგადაღება კი ნებისმიერი ადამიანისათვის სასტიკად აკრძალულია, თუნდაც ის ჩინეთის მოქალაქე იყოს.

 

 

 

 

 

 

კუნძული ნიიაჰუ ჰავაიზე.

ნიიაჰუ-სიდიდით მეშვიდეა ჰავაის კუნძულებიდან. აქ არ არის გზები, ელექტროსადგურები, წყალგაყვანილობა, რესტორნები და მაღაზიები, მაგრამ სამაგიეროდ ეს მსოფლიოში ერთადერთი ადგილია, სადაც მდებარეობს სკოლა, რომელიც ელეტროენერგიის მისაღებად მზის ენერგიას იყენებს.

 

1864 წელს კუნძული შეიძინა რობინსონების ოჯახმა. 1915 წელს მათ კუნძული დამთვალიერებლებისთვის დახურეს, რათა შენარჩუნებინათ მისი პირველყოფილი კულტურა და ბუნება. კუნძულის მცხოვრებლების ნათესავებსაც კი სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალული ჰქონდათ მისი მონახულება.

 

დღეს კუნძულზე ვიზიტი აკრძალული აქვს ყველას, გარდა მისი მეპატრონის, ადგილობრივი მცხოვრებლების, აშშ-ის საზღვაო ფლოტის და განსაკუთრებით მაღალი რანგის ჩინოვნიკებისა. მან მიიღო

 

აკრძალული კუნძულისსახელწოდება.

 

 

 

 

 

 

ისეს დიდი ტაძარი იაპონიაში.

ეს არის იაპონიის მნიშვნელოვანი სინთოისტიკური წმინდა რელიქვია. ისე-ძინგუში ინახება მნიშვნელოვანი ეროვნული საგანძური, მათ შორის წმინდა სარკე, რომელიც იმპერატორის რეგალიას წარმოადგენს. მთავარი ტაძარი შემოსაზღვრულია მაღალი ხის ღობით. აქ შესვლა შეუძლია მხოლო უმაღლესი რანგის მღვდელმსახურებს და საიმპერატორო ოჯახის წევრებს. საკერპოს

 

ძირითად ნაწილს კი იცავს ოთხმაგი ხის ღობე და აქ შესვლა მხოლოდ იმპერატორს და მის მეუღლეს შეუძლიათ.

 

 

 

 

 

 

პაინ-გეპიერთადერთი ადგილი ავსტრალიაში, სადაც შესვლა აკრძალულია.

 

ეს ადგილი მდებარეობას ქალაქ ალის-სპრინგსიდან 18 კმ-ის დაშორებით. აქ მიმდინარეობს თანამგზავრული სისტემის დაკვირვება და მართვა, სადაც მუშაობს ამერიკის ფედერალური დაზვერვის 1000-ზე მეტი თანამშრომელი. ობიექტი პაინ-გეპი ცნობილია, როგორც აშშ-ის რადიოელექტრონული დაზვერვის ყველაზე დიდი საზღვარგარეთ მდებარე სადგური. სწორედ აქედან კონტროლდება ამერიკის სადაზვერვო თანამგზავრები. რა თქმა უნდა, ტურისტების ადგილი აქ ნამდვილად არაა.

 

 

 

 

 

 

 

ბირთვული კვლევების ცენტრი ნეგევის უდაბნოში, ისრაელი.

ბირთვული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მდებარეობს ქალაქ დომინიდან 13 კმ-ის დაშორებით. მისი მშენებლობა დაიწყო 1958 წელს.  ლეგენდის თანახმად, აქ მდებარეობდა საქსოვი ფაბრიკა. 1986 წელს მორდეხაი ვანუნუ, ყოფილი მთავარი ტექნიკური სპეციალისტი, გაიქცა ბრიტანეთში და საქვეყნოდ აჩვენა მტკიცებულებანი ისრაელის ბირთვული პროგრამის არსებობის შესახებ.

 

რა თქმა უნდა, საჰაერო სივრცე ყველა ტიპის თვითმფრინავისათვის დაკეტილია, ხოლო ტერიტორიას მკაცრი დაცვა აკონტროლებს. ინფორმაცია ობიექტის შესახებ გასაიდუმლოებულია.

 

 

 

 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ)

 

 

(წყარო. Ucnauri.com)

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016