reportiori.ge - რჩევები მათთვის, ვისაც ბუნებრივად გრძელი წამწამები სურს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 19:10
სხვადასხვა
რჩევები მათთვის, ვისაც ბუნებრივად გრძელი წამწამები სურს!
ავტორი:
12 აპრილი, 2014. 13:27

ლამაზი წამწამები ბოლო დროის ყველაზე აქტუალური მოდური ტენდენციაა. კოსმეტიკური ნაწარმის მწარმოებელი კომპანიები ხშირად გვთავაზობენ პროდუქტს და გვპირდებიან, რომ იგი ქალს  უფრო გრძელ და მუქ წამწამებს მიანიჭებს,ზედმეტი ნიღბებისა და მისამაგრებელი, ხელოვნური წამწამების გარეშე. თუმცა ყველა ამ ინსტრუქციის მიუხედავად, რთულია გაიგო რომელი გზა თუ ხერხი არის შედეგიანი და რომელი არა. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს თუ როგორ დაიგრძელოთ წამწამები!


1) ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება დაიგრძელოთ წამწამები შემდეგნაირია: სანამ გამოიყენებთ ტუშს, წამწამებზე დაიყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. ეს ხერხი ნამდვილად დაგიგრძელებთ და დაგისქელებთ წამწამებს, ასევე თქვენი ტუშიც ცოტათი უფრო დიდიხნით შენარჩუნდება.


2) ყველაზე მარტივი გზაა უბრალოდ რეგულარულად ისვათ „ვაზელინი" წამწამებზე. შედეგი მართალია სწრაფი ვერ იქნება, მაგრამ იგი აუცილებლად დაგიგრძელებთ წამწამებს. თუ სხვა პროცედურები გეზარებათ, მაშინ გირჩევთ ამ უმარტივეს ხერხს მიმართოთ!


3) იქიდან გამომდინარე, რომ წამწამების ზრდისთვის ვიტამინები აუცილებელია, შეგიძლიათ ღამღამობით წამწამებზე ზეთის ხილის ზეთი წაისვათ. ეს ხერხი ჭრის და შედეგიც საკმაოდ დიდია.


4) რეგულარულად დაიმასაჟეთ თქვენი წამწამები, რაც მათ გააძლიერებს და შესაბამისად გაზრდის კიდეც. რაში მდგომარეობს მასაჟი? უბრალოდ ხშირად დაიზილეთ თვალები, ისე თითქოს ახლად გაღვიძებულები ხართ. ესეც ძალიან წარმატებული საშუალებაა მათი ზრდისთვის.


7) წამწამებს სიგრძეში ზრდაში ეხმარება ვიტამინი ე და ვიტამინი ბ.


8) წარმოიდგენდით რომ დიეტას შეუძლია დაგეხმაროთ წამწამების ზრდაში?! ეს მართლაც ასეა, როდესაც თქვენ იღებთ ნაკლებ ცხიმებსა და სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებულ საკვებს, თქვენი წამწამები იზრდება, ძლიერდება და ცვენასაც წყვეტს.


9) წამწამების ზრდას ხელს უშლის ასევე უხარისხო ტუშის ხმარება, ამიტომ დარწმუნებული იყავით მის ხარისხში. ასევე მათი ზრდისთვის ცუდია მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებების ხშირი გამოყენება.


10) ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალება შემდეგნაირად ჟღერს: ყოველდღიურად წამწამებზე წაისვით ტუჩის ბალზამი (იგივე გამჭვირვალე ტუჩსაცხი). ის დაგიგრძელებთ და ასევე აგიპრეხთ წამწამებს.


11) ძილის დროს გაიკეთეთ საძილე ნიღაბი,იგი არც ისე სწრაფი ხერხია მათი სიგრძეში გასაზრდელად, მაგარამ არც უსიამოვნო.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016