reportiori.ge - რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ პირში უსიამოვნო სუნი დაამარცხოთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 14:44
სხვადასხვა
რჩევები, რომელიც დაგეხმარებათ პირში უსიამოვნო სუნი დაამარცხოთ!
ავტორი:
12 აპრილი, 2014. 14:25


ადამიანებს ხშირად აწუხებთ უსიამოვნო სუნი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ აიცილოთ თავიდან ეს პრობლემა. ადამიანთა უმრავლესობას უკვირს , რომ პირში არასასიამოვნო სუნი გამოწვეული შეიძლება იყოს არა პირიდან, არამედ მუცლიდან. რა დამოკიდებულება აქვს ამ ორს ერთმანეთთან და როგორ შეიძლება განკურნება?


პირველ რიგში უნდა გავიგოთ მიზეზი  თუ რატომ გვაქს არასასიამოვნო სუნი და შემდეგ მივმართოთ სპეციალისტს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ მუცლის შეწუხება ან გულძმარვა. არ უნდა დაგვავიწყდეს პირის ღრუს ჰიგიენა (კბილების ხეხვა და ა.შ.) და სწორი კვება,ეს საგრძნობლად შეამცირებს პირის ღრუდან ამომავალ არასასიამოვნო სუნს. ასევე ერთ-ერთი მეთოდია პირის დასველება წვენით, ან გინდაც უბრალო წყლით, რადგან მშრალი პირიდან უფრო ამოდის არასასიამოვნო სუნი.


გაითვალისწინეთ, არაფერი არაა სამარცხვინო იმაში, რომ მიმართოთ ექიმს ამ პრობლემით, პირიქით, ის ბევრად უსიამოვნო ფაქტია, რომ  არ ცდილობთ ამ პრობლემის გადაჭრას.


გააკონტროლეთ, თუ რამდენად ხარისხიანად იხეხავთ კბილებს. რეკომენდირებულია კბილების გახეხვა ორჯერ - დილით და ძილის წინ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს დაახლოებით სამიდან ექვს წუთამდე და უნდა მოიცავდეს ყველა საეჭვო ადგილს, სადაც შიძლება ბუდობდეს მავნებელი ბაქტერია. საუკეთესო შედეგისთვის გამოიყენეთ კბილის პასტა ფტოროვანი ნაერთის შემცველობით და რბილი კბილის ჯაგრისი. აუცილებელია კბილის ჯაგრისი ექვს თვეში ერთხელ გამოცვალოთ. მხოლოდ კბილების გახეხვა არ არის საკმარისი ყველა ბაქტერიის მოსაცილებლად. გამოიწმინდეთ კბილის შუა ადგილები სპეციალური აბრეშუმის ძაფით ყველაზე ცოტა დღეში ერთხელ და შიგადაშიგ გამოივლეთ წყალი.


დადასტურებულია, რომ პირის ღრუს სავლებების გამოყენება ძალიან ეფექტურია და ნაწილობრივ აქრობს უსიამოვნო სუნს სუნთქვისას. დარწმუნდით, რომ პირში სავლებს ივლებთ არა ნაკლებ 30 წამისა და დღეში ორჯერ მაინც. არ შეარჩიოთ სავლები, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს. ალკოჰოლმა შეიძლება გამოგიშროთ პირი და გამოიწვიოს ახალი ბაქტერიების მოშენება. შეეცადეთ იპოვოთ სავლები, რომელიც შეიცავს თუთიის იონებს, იგი აღკვეთს სუნიან, მავნებელ სუნთქვას.


ესტუმრეთ თქვენს სტომატოლოგს, იმ შემთხვევაში თუ კბილის ხშირი და სწორი გახეხვის, სავლებებისა და აბრეშუმის ძაფით კბილების გამოწმენდის მეთოდმაც არ გიშველათ. შემდეგ კი მიჰყევით ექიმის რჩევებს.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016