reportiori.ge - რჩევები მათ, ვისაც უძილობა აწუხებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:38
სხვადასხვა
რჩევები მათ, ვისაც უძილობა აწუხებს
ავტორი:
12 აპრილი, 2014. 16:15


ინკვიზიტორები ყველაზე საშინელ წამებად უძილობას მიიჩნევდნენ. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია. მრავალი ჩვენგანი ნებით ისჯის თავს, როცა ძილს ღამის კლუბზე, ბარზე, კაზინოზე, ინტერნეტსა თუ ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის. დაურთეთ ამას უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა და მშვიდობით ძილო! ცხოვრების ასეთ წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებას და ათას სხვა უბედურებას იწვევს.


სპეციალისტები გვირჩევენ: იძინეთ იმდენი, რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ. მიეცი ნერვიულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღის ძილი კი არც თუ ისე სასარგებლოა. ის ბიორიტმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს.


გვერდზე გადადეთ ყველაფერი, რაც დაძინებაში ხელს გიშლით: სიგარეტსა და ყავას დაწოლამდე 4 საათით ადრე გამოეთხოვეთ, ხოლო ვახშამი დაწოლამდე 2 საათით ადრე მიირთვით. საწოლში არ იკითხოთ და არ უყუროთ ტელევიზორს. დაწექით როცა ძილი მოგერევათ. ასე რეფლექსები გამოგიმუშავდებათ და დაწვებით თუ არა, უმალვე დაგეძინებათ. თუ უძილობამ თვეზე მეტხანს გასტანა, აუცილებლად მიმართეთ სომნოლოგს, ნევროლოგს, ფსიქიატრს, ან ფსიქოლოგს.


უძილობისა და დაღლილობის დროს სასურველია ჩვენს საკვებ მენიუს დავუმატოთ სპილენძით მდიდარი პროდუქტი, სადილად მივირთვათ ქათამი, გახეხილი თხილი, მზესუმზირა, რომელიც შეიცავს სპილენძს და შეგვიძლია დამატებით მივიღოთ ვიტამინების კომპლექსი.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016