ბევრი ოცნებობს ისეთ გახდომის მეთოდზე, რომელიც სასიამოვნოც იქნება და ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვასაც ითვალისწინებს. ბალახოვანი და მდოგვისგან მიღებული აბაზანა ზუსტად შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მეთოდს. მდოგვის აბაზანისათვის დაგჭირდებათ 150 გრამი მდოგვის ფხვნილი; 200 ლიტრი წყალი (დამოკიდებულია აბაზნის მოცულობაზე); საწოლის ზეწარი; პირსახოცი; შალის საბანი და თბილი სამოსი.
აბსოლუტურად ყველა წყლის პროცედურაში, სადაც მონაწილეობს ბიოაქტიური ნივთიერებები, აუცილებელია დავიცვათ რიგი წესები: ასეთ აბაზანას იღებენ მჯდომარე მდგომარეობაში და წყალი არ უნდა აღწევდეს გულის არეს. ასევე აბაზანა უნდა მიიღოთ ჭამიდან ერთი საათის გასვლის შემდგომ. პროცედურის დასრულების შემდგომ 1 საათის განმავლობაში არ შეიძლება საკვების მიღება, შეიძლება მხოლოდ მინერალური წყლის დალევა.
აბაზანა მდოგვით სერიოზული პროცედურაა და არ არის რეკომენდირებული ზემოთ ხსენებული წესების იგნორირება. 150 გრ. მდოგვის ფხვნილი უნდა გავხსნათ რაიმე წყლიან საცავში და მივიყვანოთ იგი არაჟნის მაგვარ მდგომარეობამდე. სტანდარტული აბაზანა არის 300 ლიტრის მოცულობის, ამიტომ მისი 2/3-ი ნაწილი უნდა ავავსოთ წყლით (გამოვა 200 ლიტრი). წყალი არ უნდა იყოს ცხელი, რადგან თვით მდგოვს აქვს გახურების თვისება. მდოგვის ხსნარი უნდა ჩავასხათ აბაზნიან წყალში და მოვურიოთ. პროცედურის დროს მდოგვიანი ორთქლის მისაღებად, რეკომენდირებულია წყალს მთელ განზე საწოლის ზეწარი გადაეფაროს.
აბაზანაში მჯდომარე მდგომარეობაში უნდა გავჩერდეთ არა უმეტეს 10 წუთისა. ამის შემდგომ ჩამოვიბანოთ ტანზე დარჩენილი მდოგვი, ჩავიცვათ თბილი სამოსი (ან ხალათი), დავწვეთ ლოგინში და დავიფაროთ საბანი. ეს საშუალებას მისცემს პროცედურის დროს გააქტივირებულმა პროცესებმა დაწვას სხეულის ცხიმები.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)