კულტურა
ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითმა საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა
ავტორი: ნინი მოდრეკილი
12 აპრილი, 2014. 23:57
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალურ დარბაზში ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო „მათქმევინე - ქვეყნად სიცოცხლე ღირდა!" გაიმართა. საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც პოლიტიკოსები და მსახიობები, ასევე ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებსაც ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია უყვართ.
ღონისძიების დასასრულს მომღერალმა ჯემალ სეფიაშვილმა ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად იმღერა, რასაც დამსწრე საზოგადოების მღელვარება მოჰყვა. საღამოზე სიტყვით გამოვიდა მსახიობი დიმა ჯაიანიც.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო მედიაჰოლდინგი „რეპორტიორი" და მასთან არსებული არტ-სახელოსნო „კოლიბრი".
„რეპორტიორი" ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამოს ფოტო და ვიდეო რეპორტაჟს უფრო ვრცლად უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50