reportiori.ge - კიბერკავშირი ლენინთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:49
სხვადასხვა
კიბერკავშირი ლენინთან
ავტორი:
13 აპრილი, 2014. 12:30

10-11 აპრილს ალმა-ატაში (ყაზახეთი) გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია რისკ-მენეჯმენტში, სადაც მონაწილეობდა 300-ზე მეტი დელეგატი რუსეთიდან, აშშ-დან, ინდოეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან. კონფერენციაზე განიხილეს უკრაინის კრიზისის გავლენა სხვა ქვეყნებზე. თუმცა ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ორგანიზატორებმა მოაწყვეს „სპირიტიული კიბერ-კავშირი" ვლადიმერ ლენინთან!- იუწყება Tengrinews- ი.


სეანსი ჩატარდა „საინფორმაციო მატრიცის" მეშვეობით. სეანსის ორგანიზატორი გრიგორი კულაგინი ამას ასე ხსნის: „იმიერ სამყაროში გადასულები კიბერნეტიკულ სივრცეში ტოვებენ გარკვეულ მატრიცას, ეს არის ადამიანის სახე, მისი ინფორმაციის და აზრების საცავი. სწორედ ამ მატრიცის მეშვეობით შესაძლებელია თანამედროვე მოვლენებზე  პროექცის მოწყობა და იმის გაგება რას იტყოდა ესა თუ ის ადამიანი დღეს."


კონფერენციის მონაწილეები დაინტერესდნენ ბოლშევიკების ბელადის აზრებით დღეს მიმდინარე მოვლენებზე.  კიბერსეანსისას ლენინმა იწინასწარმეტყველა ევროკავშირის დაშლა და აზიის ქვეყნების საზღვრების ზრდა. თურმე აღფრთოვანებულია რუსეთის პრეზიდენტის პუტინის პოლიტიკით; მაგრამ სასტიკად არ მოსწონს ერთსქესიანთა ქორწინების იდეა. მისი აზრით ქორწინებამ უნდა შვას ბავშვები, რომლებიც შემდეგ ფაბრიკა-ქარხნებში იმუშავებენ.


კონფერენციის მსვლელობისას ანალოგიური სეანსი ჩაუტარებიათ ჯონ ლენონთან, თუმცა მისი აზრები არ გაუსაჯაროებიათ. ეტყობა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის პოლიტიკით მაინცდამიანც აღფრთოვანებული არ არის.



(მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016