საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საზეიმო წირვაზე ოჯახის წინაშე მამაკაცის პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე იქადაგა.
როგორც სამების საკათედრო ტარაძარში ქადაგებისას უწმინდესმა ბრძანა, ქართველმა ადამიანმა, განსაკუთრებით კი მამაკაცმა უნდა იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა ოჯახისა და ცოლ-შვილის წინაშე.
„ ქმარმა უნდა იგრძნოს, რომ ის არის თავი ოჯახისა და ამიტომ არ უნდა დაკარგოს იმედი ღვთისა, არ უნდა დაკარგოს წყალობა ღვთისა და უნდა ახსოვდეს, რომ თუ ერთი საქმე არ გამოუვა, უნდა მიმართოს მეორეს, მესამეს, მეათეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ წყალობის გარეშე არავინ რჩება. განსაკუთრებით მინდა შევთხოვო უფალს, რომ მტკიცე ნებისყოფა მისცეს ცოლსა და ქმარს, რათა ღირსეული შვილები აღზარდონ და გამგრძელებლები ჩვენი მართმადიდებელი სარწმუნეობისა და კეთილი ტრადიციებისა" , - ბრძანა ილია მეორემ.