reportiori.ge - როგორ ცდილობნენ ლაშა ამირეჯიბი და გიორგი ფარესიშვილი მაღალჩინოსნების დაშანტაჟებას - თემურ კენკებაშვილის ინტერვიუ გაზეთ „ქრონიკა+“თან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 11:05
სამართალი
როგორ ცდილობნენ ლაშა ამირეჯიბი და გიორგი ფარესიშვილი მაღალჩინოსნების დაშანტაჟებას - თემურ კენკებაშვილის ინტერვიუ გაზეთ „ქრონიკა+“თან
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 17:35

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი თემურ კენკებაშვილი ლაშა ამირეჯიბსა და გიორგი ფარესაშვილს მარალჩინოსნების დაშანტაჯების მცდელობაში ადანაშაულებს.  „როგორც ცნობილია, ლაშა ამირეჯიბმა ფარულად ჩაწერა გელა ხვედელიძის საუბარი რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით. მისი და ხვედელიძის შეხვედრა სწორედ ნუგზარ ფოფხაძის სახლში გაიმართა. შეხვედრა, რომელიც შედგა ამირეჯიბის სურვილით, შენიღბული იყო იმით, თითქოს ეს ორი პიროვნება უნდა შერიგებოდა ერთმანეთს, თუმცა ლაშამ აქაც ჩაიწერა შემდგარი საუბარი.

ეს მოხდა ფარესაშვილის ამბამდე, დაახლოებით, ორი კვირით ადრე. ჩანაწერი მე თავიდან ბოლომდე მაქვს მოსმენილი და მასში ნუგზარ ფოფხაზე მხარედ არსად არ ჩანს. ის არის, ასე ვთქვათ, შემრიგებელი ამირეჯიბსა და ხვედელიძეს შორის. როდესაც ამირეჯიბი უყენებს რაღაც ბრალდებას ხვედელიძეს ან პირიქით, ბატონი ნუგზარი ცდილობს სიტუაციის განეიტრალებას. აუდიოფირიდან სხვა დასკვნას ვერ გამოიტან. თუმცა, რატომღაც, ლაშას და გიორგის გაუჩნდათ აზრი, რომ სწორედ ბ-ნი ნუგზარის დავალებით მოხდა ფარესაშვილის ვიდეოს გამოქვეყნება, რაც, ჩემი აზრით, არის სრული აბსურდი. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ჩანაწერით მანიპულირება. თუმცა ხვედელიძის საუბრის ის ფრაგმენტი, რომელიც ფარესაშვილს უკავშირდებოდა, თავიდანვე გამოაქვეყნეს ელისო კილაძემ და ლაშა ამირეჯიბმა“-განაცხადა თემურ კენკებაშვილმა გაზეთ „ქრონიკა+“-თან საუბრისას. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი დეტალურად ყვება თუ როგორც ცდილობდა შალვა ამირეჯიბი გელა ხვედელიძისა დაშანტაჟებას. 

 

„სანამ ხვედელიძეს დაიჭერდნენ, ამირეჯიბმა ჩემ თვალწინ რამდენჯერმე მისწერა ხვედელიძძეს შანტაჟის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. როგორც გვახსვოს, ფარესაშვილი და ამირეჯიბი რაღაც-რაღაცებში ბრალს სდებდნენ გია ხუხაშვილსაც. ეს უკანასკნელი ერთ საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უნდა გამოსულიყო და, რამდენადაც მახსოვს, მას სწორედ ამირეჯიბის მიერ წაყენებულ ბრალდებებზე უნდა ესაუბრა. ლაშამ ხვედელიძეს მისწერა: „ხუხაშვილს გადაეცი, ამაღამ ჩემზე არაფერი ცუდი არ წამოსცდეს, თორემ ჩანაწერი გამოქვეყნდება“. ასეთი ტიპის მესიჯები მრავლად იყო ლაშას მხრიდან, სადაც ის დაუფარავად აშანტაჟებდა ხვედელიძეს. ამის შემდგომ გაგრძელდა ნუგზარ ფოფხაძის შანტაჟი. თავისთავად ცხადია, რომ მას უნდოდა, რაღაც სარგებელი ენახა ამ საქმიდან, მაგრამ ვერ ნახა. შემდეგ უკვე ამირეჯიბი და ფარესაშვილი გადავიდნენ რაღაც ჯგუფის შექმნაზე, რომ მეტი მანიპულირება მოეხდინათ ამ საქმეზე. გელა ხვედელიძის დაკავებიდან, დაახლოებით, ორ კვირაში, მე გიორგიმ მთხოვა, შემეხვედრებინა ის „ნაციონალური მოძრაბის“ წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ, წინა ხელისუფლების დროს ვმუშაობდი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში და გარკვეულ პირებთან დღესაც მაქვს კავშირი. ფარესაშვილს ჰქონდა სამი ვარიანტი: მთხოვდა შეხვედრას ვანო მერაბიშვილთან, გიგა ბოკერიასთან და დავით საყვარელიძესთან. მე დათოს დავურეკა, მაგრამ არ მიპასუხა და მერე „ესემესი“ მივწერე, – ერთი კაცი მინდა გაგაცნო-მეთქი... მოკლედ, შეხვედრა ვერ შედგა. ფარესაშვილს ბოკერიასთან მე ვერ შევახვედრებდი, მაგრამ მივეცი მისი  ტელეფონის ნომერი. არ ვიცი, შეხვდა თუ არა ის ბოკერიას, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოხდა შეხვედრა ფარესაშვილსა და ბოკერიას მეუღლეს – თამარ ჩერგოლეიშვილს შორის.მას უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ამ კონკრეტულ საქმეში. ხვედელიძე უკვე დაკავებული იყო და გიორგი გაურკვეველი მიზეზით ითხოვდა, – ნუგზარ ფოფხაძეც დააკავეთო. შემდგომ მოხდა ისე, რომ მათ გახსნეს ახალი ფრონტი და საპირისპირო მხარეს აღმოვჩნდით მე და ელისო კილაძე. უკვე ჩვენი მისამართით დაიწყო შანტაჟი და მუქარა.ამირეჯიბი ასეთი ტიპის მუქარებსაც გვითვლიდა: დაგხოცავთ, ციხეში წავალ თქვენ გამო, ნუგზარზე ამას დავდებ, იმას დავდებო და ა. შ. საბოლოო ჯამში, საქმე იქამდე მივიდა, რომ გიორგი ფარესაშვილმა სწორედ ლაშა ამირეჯიბის მიერ ფოფხაძის სახლში ფარულად და არაკანონიერი გზით გაკეთებული აუდიოჩანაწერები შეიტანა პროკურატურაში“-აცხადებს თემურ კენკებაშვილი. 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016