მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალურ დარბაზში გუშინ ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებითი საღამო „მათქმევინე - ქვეყნად სიცოცხლე ღირდა!" გაიმართა. საღამოს, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, საზოგადოებისთვის ბევრი კარგად ნაცნობი და ღირსეული წარმომადგენელი ესწრებოდა. ისეთები როგორებიც არიან ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, ცნობილი ტელეწამყვანი, ქალბატონი დონარა კინწურაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ელისო ჩაფიძე, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ქაცარავა, ფსიქოლოგი, თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, სპორტული პუბლიცისტი და ფოტოხელოვანი დემიკო ლოლაძე, პოლიტიკოსი ირაკლი წერეთელი, პოეტი ერეკლე საღლიანი, მსახიობი დიმა ჯაიანი, ცნობილი ჟურნალისტი არმაზ სანებლიძე, კულტურის ყოფილი მინისტრი ვალერი ასათიანი, ანსამბლ "რუსთავის" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი, პოეტი ემზარ კვიტაიშვილი, მწერალი ზაალ ბოტკოველი, მხატვარ ესმა ონიანის ოჯახის წევრები,მხატვარი ილო პატაშური, ჟურნალისტი და პოეტი მაია კახიძე, გენერალი დავით სალარიძე, ჟურნალისტი და მუსიკათმცოდნე მარინა აბულაძე, პოეტი ბაღათურ არაბული, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის პროფესორი, ბძინა კვერნაძის მეუღლე ნუგეშა მესხი, მოქნადაკე ემირ ბურჯანაძე, მოცეკვავე ომარ მხეიძე, მწერალი მირიონ ხერგიანი, მსახიობი ელდინო საღარაძე...
ღონისძიება მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" ორგანიზებით და მასთან არსებული არტ-სახელოსნო „კოლიბრის" წევრების ხატია სულაბერიძის (რეჟისორი), ზურა კვერნაძის, ბაკურ გაბუნიას, მიშკა ნებიერიძის, გიორგი წერეთლის, ლალი ოდოსაშვილის, ანუკა გაბრიაძის, ბონდო კუჭუხიძის, თათია მამაცაშვილის, ზურა დევსურაშვილის, სანდრო ბუტიკაშვილის,სოსო ელისაშვილის, გვანცა ერაძის (რედაქტორი) და ირმა გიგანის მონაწილეობით ჩატარდა.
საღამოს დასასრულს ჯემალ სეფიაშვილმა ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად იმღერა, რასაც დამსწრე საზოგადოების მღელვარება მოჰყვა. ღონისძიებაზე ლექსითა და სიტყვით გამოვიდა ასევე მსახიობი დიმა ჯაიანი, ქალბატონმა ელდინო საღარაძემ კი ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსი წაიკითხა.
საღამოს დასასრულს, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა სიურპრიზად ერთობ სასიამოვნო ინფორმაცია გააჟღერა. მისი განცხადებით, 6 მაისს, მამა-შვილ ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანებს, ფილარმონიის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.