ქაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ქაზეთ „ქრონკა+“-ში გელა ხევედელიძის, ლაშა ამირეჯიბის, ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშვილს შეხვედრის აუდიოჩანაწერის სრულ ვერსიას აქვეყნებს. გაზეთის რედაქტორი თავად იხსენებს თუ როგორ დაუკავშირდა მას ლაშა ამირეჯიბი, როგორც როგორც დათანხმდა გირგი ფარესაშვილს ბრიფინგის ცატარებაზე და როგორ აღიარა ლაშა ამირეჯიბმა, რომ ხევდელიძესთან, ფოფხაძესთან და მამაცაშვილთან შემდეგარი დიალოგი მან ფარულად ჩაიწერა.
„ლაშა ამირეჯიბმა დამირეკა ტელეფონზე და ცოტა ხანში ოფისში გაფითრებული შემოვიდა, – ხომ გახსოვს, გელა ხვედელიძესთან შეხვედრაზე ერთ ბიჭზე რომ მითხრეს, ამაზრზენი ვიდეომასალა არსებობსო, ეს გიორგი ფარესაშვილიაო. ზუსტად ხუთ წუთში ლაშა ამირეჯიბმა საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დადო სტატუსი: თუ არ წაიშლება ვიდეომასალა, რომელიც გიორგი ფარესაშვილზე გავრცელდა, მე დავასახელებ ადგილს, გვარებს და სახელებს, სადაც ამ ფირის გავრცელებამდე ორი კვირით ადრე იყო საუბარიო. ლაშა ამირეჯიბმა დაურეკა თვითმკვლელობის ზღვარზე მყოფ გიორგი ფარესაშვილს და მთხოვა ოფისში მისი მოყვანის ნებართვა. დავეთანხმე, ლაშამ გიორგი ოფისში მოიყვანა. ფარესაშვილმა კატეგორიულად უარყო ვიდეოფირზე მისი არსებობა. ამ ამბიდან მხოლოდ მესამე დღეს გამამიმხილა ლაშა ამირეჯიბმა, რომ მან ნუგზარ ფოფხაძის სახლში გელა ხვედელიძესთან შეხვედრა საკუთარი ტელეფონით ჩაიწერა“-აცხადებს ელისო კილაძე.