reportiori.ge - გიორგი მამაცაშვილის ინტერვიუ გაზეთ „ქრონიკა+“-თან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:22
საზოგადოება
გიორგი მამაცაშვილის ინტერვიუ გაზეთ „ქრონიკა+“-თან
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 16:51

გაზეთი „ქრონიკა+“ გელა ხვედელიძის, ლაშა ამირეჯიბის, ნუგზარ ფოფხაძისა და გიორგი მამაცაშილის შეხვედრის  სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით ვრცელ მასალას ავრცელებს. „რეპორტიორი“ შეხვედრის ერთ-ერთ მონაწილესთან, გიორგი მამაცაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ.

 

 

– გიორგი, როგორ მ ოხვდი შეხვედრაზე, რომელიც გელა ხვედელიძესა და ლაშა ამირეჯიბს შორის გაიმართა? ვისი მოწვევით?

– როდესაც ლაშა ამირეჯიბმა დაურეკა ბატონ ნუგზარ ფოფხაძეს და გელა ხვედელიძესთან შეხვედრაში დახმარება სთხოვა, ამ დროს მე ბატონ ნუგზართან ვიყავი სტუმრად. ჩვენ საჭიროდ მივიჩნიეთ, დავხმარებოდით ამირეჯიბს ხვედელიძესთან შეხვედრაში და ამ უკანასკნელს (ხვედელიძე) მე დავხვდი ამირეჯიბთან შეხვედრის დღეს. გიმეორებთ: შეხვედრა შედგა ამირეჯიბის დაჟინებული თხოვნით.

– ჩანაწერში შენ საუბრობ, რომ 2007 წლიდან გაქვს ფირი, რომელიც „ასავალ-დასავალში“ შემოაგდეს და შენ მოიპარე. არის თუ არა ეს ის ფირი, რომელიც გიორგი ფარესაშვილზე ინტერნეტსივრცეში გავრცელდა?

– ჩემი ჟურნალისტური მოღვაწეობის მანძილზე არაერთ ფირს და არაერთ დოკუმენტს გაუკვლია ჩემს ხელში. ჯერჯერობით, არ ყოფილა შემთხვევა, რამე ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო ქმედებასთან ჩემი სახელი მიებას ვინმეს. ხანდახან, ყასიდად და მავანთა გადარჩენის მიზნით ნათქვამი სიტყვა არ ნიშნავს ფაქტის 100 %-იან უტყუარობას. მომაკვდავსაც და უკურნებელი სენით შეპყრობილ პაციენტსაც კეთილი „ტყუილითაც“ აიმედებდნენ ხშირად ექიმები. ამ შემთხვევაშიც მორალურად უკურნებელი სენით შეპყრობილ პაციენტად მივიჩნიოთ მოქალაქე ამირეჯიბი და თუ გნებავთ, მე იმ ექიმად ჩამთვალეთ, რომლის სიტყვაც, საუბედუროდ, ვერ იღო ყურად თავფეხიანად გაქნილმა მასხარამ... თუმცა სიკეთით ნათქვამი ჩემი ტყუილით მეც უხერხულ დღეში ჩავვარდი და ამან ვერც ჩემს „პაციენტზე“ იმოქმედა დადებითად... სხვათაშორის, იმ წუთებში უნდა გენახათ, როგორ გვარიანად შეუკურთხა საკუთარ მეგობარს!

– ანუ?

– ანუ ის, რომ იმ ფირების არც ასავალი ვიცოდი მე და არც – დასავალი. ერთადერთი მიზანი, რაც იმ დროს მქონდა, იყო ის, რომ ახალგაზრდული მოძრაობიდან მოძულებულ და გარიყულ „უთავო მხედართან“ არ ჰქონოდა საქმე დიდი ჭაბუას შვილსა და ჩემს, იმ დროს ჯერ კიდევ, ახლობელ და პატივსაცემ კაცს... მხოლოდ და მხოლოდ მისი რეპუტაციის გადარჩენის მიზნით იქნა ის სიტყვები ნათქვამი, რომელზეც თქვენ მეკთიხებით... სწორედ ამ მიზნით „დავიმოწმე“ ბატონი ნუგზარიც, რათა იმ გახრწნილ და ზნეობადაკარგულ კაცთან არ ყოფილიყო გაიგივებული დღეს უკვე „გუდუნად“ ქცეული მოქალაქე ამირეჯიბი! ან დაუფიქრდით – როგორ მექნებოდა ფირები და როგორ „შემოაგდებდნენ“ მას „ასავალ-დასავალის“ რედაქციაში 2007 წელს, როდესაც მოქალაქე ამირეჯიბის მეგობრის „ვაჟკაცობის“ ამსახველი კადრები 2011 წელსაა გადაღებული?! გიმეორებთ: არც „ასავალ-დასავალის“ რედაქციას, არც მე და, მით უფრო, არც ბატონ ნუგზარს იმ ფირებთან შეხება არ გვქონია!

– გიორგი ფარესაშვილი აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა დათი კირვალიძის დაკავება და მის წინაამდეგ ვიდეოფირის გამოქვეყნება. ჩანაწერში არც ერთი ჩანს და არც – მეორე. ხომ არ იყო საუბარი გელა ხვედელიძის მხრიდან ამ თემაზე, მას შემდეგ, რაც შეხვედრა ლაშა ამირეჯიბმა დატოვა?

– არა იმ შეხვედრაზე კირვალიძის გვარი საერთოდ არ ყოფილა ნახსენები? არც ერთხელ! და თუ ისინი რამე მასალით მანიპულირებენ, გადაჭრით ვაცხადებ: სიყალბეა და მანიპულაცია!

– დაბოლოს, გიორგი, რა ამოძრავებს ლაშა ამირეჯიბს? ბოლო დროს მეტისმეტად ბინძური კამპანია წამოიწყო...

 

– ეჭვი არ მეპარება, ვერ გათვალა მოსალოდნელი შედეგები... ის შეჩვეულია ასეთ შანტაჟებს. მან მამის მეგობართან საკუთარი მოთხოვნით შემდგარი შეხვედრა თავადვე ჩაწერა და გაამღავნა, ახლა კი საზოგადოების რეაქცია მასზე ძალიან უარყოფითად მოქმედებს. ამორალურია მისი ქმედება! თქვენ ხომ მოსმენილი გაქვთ ის ჩანაწერი? არ გახსოვთ, რა თავგამოდებით იცავს ფოფხაძე „ლაშიკოს“ ინტერესებს?! ბოლოს კი, ამირეჯიბმა, საკუთარი უზნეობის გასამართლებლად ისევ ფოფხაძის ლანძღვა-გინება არჩია... საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ის სატელეფონო გზავნილები, სადაც ფოფხაძის ამაგს იხსენებდა და მისი გვარის არხსენებას ჰპირდებოდა „ჩუკია“... მათი მიზანი მეტი ფულის შოვნაა! პირდაპირ გიცხადებთ ამას! შანტაჟით ცდილობს გამდიდრებას... „ფული, ბაბაია“, ფული“ – ხომ გახსოვთ ფილმიდან? სხვათა შორის, ჯერ კიდევ „ასავალ-დასავალში“ მუშაობის პერიოდში, ჩემთან ოჯახშიც და ისეც, ინტერვიუზე მოსული თუ შემთხვევით შეხვედრილი ამირეჯიბი ხშირად ისე არ მიდიოდა, ვიდრე 10-20 ლარს არ გამომართმევდა... მისთვის ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია! თუ არ გჯერათ, მიეცით თუმანი და თავად ნახავთ – როგორც „გაიხდის“... მეორე და გადამწყვეტი: მათი დამრიგებლების რჩევით ახლა გაუჩნდათ შანსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს „წაგლიჯონ“ სამასი ათასი ევრო... ისე, საინტერესო ბიზნესი კი გამოუვათ... როგორც ჩანს, ისინი არ გაჩერდებიან და ჩვენც მოგვიწევს საზოგადოებისთვის მათი ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალის შეხსენება... რატომ სცემეს და როგორ გამოაგდეს საბაჟოდან?.. ან „ჩუკია“ სხვის დედებზე რომ საუბრობს... ისე ნუ გააკეთებს, მის მშობელს შეეხოს ვინმე... მან სულ დაკარგა ზნეობა, მორალი, ღირსება... ვაფრთხილებ: ვიდრე საუბარს დაიწყებენ სხვებზე, საკუთარი ნუ დაავიწყდებათ ამ ადამიანებს! ისიც ნუ დაავიწყდება „ჩუკიას“, როგორ აჩვენებდა ხალხს საკუთარი მობილურში შენახულ უხერხულ ვიდეოკადრებს საკუთარი მამის მეგობრის შვილებზე... ისიც ნუ დაავიწყდება, მერე ფულის მოთხოვნით ულტიმატუმების გაგზავნას რომ აპირებდა მავანთან და მავანთან... ეყოფა! გაჩერდეს! ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას და წავიდეს... ილოცოს... თორემ, „მომაკვდავს სანთლებისა და ლოცვის მეტი ვერაფერი გადაარჩენს“, – ახსოვდეს!..

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016