თუ გსურთ სიგარეტს თავი რეალურად დაანებოთ, ამ შემთხვევაში უმთავრესი განწყობაა. სიგარეტზე თავის დასანებებლად საჭიროა პირველ რიგში რაც შეიძლება საფუძვლიანი განწყობა, რომ აღარ მოწევთ სიგარეტს და შემდეგ საჭიროა ოდნავი ნებისყოფა. დასაწყისისთვის უნდა განვეწყოთ, უნდა შევამციროთ მოწეული სიგარეტის რაოდენობა, ან გადავიდეთ შედარებით ნაკლები შემცველობის ნიკოტინის მქონე სიგარეტზე.
მეთოდი მდგომარეობს შემდეგში, კვირაში ერთი დღე არ მოვწიოთ საერთოდ, ამას შეძლებს ნებისმიერი მონდომებული ადამიანი. ყოველ შემდეგ კვირაში ვამატებთ ერთ ასეთ დღეს.
მაგალითი: პირველი კვირა - არ ვეწევით 1 დღე; მეორე კვირა - არ ვეწევით 2 დღე; მესამე კვირა -არ ვეწევით 3 დღე; მეოთხე კვირა - არ ვეწევით 4 დღე; მეხუთე კვირა - არ ვეწევით 5 დღე; ბოლო კვირა - არ ვეწევით 6 დღე. ამ 6 კვირის დამთავრების შემდეგ საერთოდ აღარ მოგვინდება სიგარეტისკენ გახედვა, ეს შეიძლება ცოტა რთული შესასრულებელი იყოს მწეველი ადამიანისათვის, მაგრამ თქვენ ეს სისტემა შეგიძლიათ დროში გაწელოთ და ნელ-ნელა გადაეჩვიოთ სიგარეტს. მაგ: ერთი კვირის ნაცვლად 2 კვირა აიღოთ ინტერვალად და ყოველ ორ კვირაში გაზარდოთ არამწეველი დღეები.
ასევე აღსანიშნავია და ძალიან კარგია თუ ამ მავნე ჩვევას სხვა ნაკლებად მავნებელი, ან საერთოდ სასარგებლო ჩვევით ჩაანაცვლებთ, როდესაც სიგარეტი მოგინდებათ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი, ან ჭამეთ ვაშლი, გააკეთეთ აზიდვები, ან რაიმე ისეთი ჩვევა შეარჩიეთ, რაც თქვენთვის გარკვეული სიამოვნების მომნიჭებელია.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)