reportiori.ge - რჩევები, როგორ ავდგეთ დილით ადრე და ეფექტურად გამოვფხიზლდეთ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 06:24
სხვადასხვა
რჩევები, როგორ ავდგეთ დილით ადრე და ეფექტურად გამოვფხიზლდეთ
ავტორი:
14 აპრილი, 2014. 17:26



არსებობენ ადამიანები, რომლებიც 10-12 საათიანი ძილის შემდეგადაც კი ვერ ფხიზლდებიან იოლად. არიან ისეთებიც, რომლებსაც, უბრალოდ დილით ძილი უყვართ და თავს სიზარმაცის უფლებას აძლევენ. ნაკლები მნიშვნელობა აქვს, რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ.

 

მათთვის, ვინც თავისი ბუნებით მიეკუთვნება „ტოროლებს“, დილით ადრე ადგომა არ არის პრობლემა. ეს გაცილებით რთულია მათთვის ვინც, როგორც წესი, წვება ექსტრაორდინალურ გამოღვიძებამდე რამდენიმე საათით ადრე. თუ ამის მიზეზი სერიოზულია - გადაუდებელი გამგზავრება ან სტუმრების დახვედრის აუცილებლობა, მაშინ აუცილებელია მოამზადოთ ორგანიზმი და აღმოაჩინოთ საკუთარ თავში ის ძალები, რომლებიც დაგეხმარებათ უჩვეულოდ ადრე ადგომაში.

 

1) შეეცადეთ დაწვეთ ადრე. იმისათვის, რომ შეძლოთ უჩვეულოდ ადრიანად დაძინება, დაწოლის წინ გაისეირნეთ და მიიღეთ მომადუნებელი აბაზანა. შეიძლება, წინა დღით ადრე ადგომა დაგეხმაროთ ამაში, რადგან საღამოსკენ უკვე გექნებათ ძილის შედარებით გამძაფრებული სურვილი.

 

2) დილის დროზე დაყენებული მაღვიძარა დადეთ საწოლიდან მოშორებით, რათა ცდუნებამ არ გძლიოთ და არ დააჭიროთ გამორთვის, ან გადავადების ღილაკს. მისი პირველივე ზარიდან ნებისყოფის ძალის დახმარებით აიძულეთ თავი და წამოდექით, რათა გამორთოთ მაღვიძარა. წამოდგომისთანავე შეუდექით საწოლის ალაგებას.

 

3) დაუყოვნებლივ შედით აბაზანაში, მიიღეთ შხაპი და გაიხეხეთ კბილები. ქვეცნობიერ დონეზე, თქვენი ორგანიზმი მიხვდება, რომ თქვენ საბოლოოდ გამოფხიზლდით და მზად ხართ დაიწყოთ ახალი დღე. მას ნებით თუ უნებურად მოუწევს ამ ფაქტთან შეგუება.

 

4) ადგომისთანავე დალიეთ 1-2 ჭიქა ცივი წყალი. ორგანიზმში სწრაფად გამოფხიზლდება და ხელს შეუწყობს მეტაბოლიზმსაც.

 

5) წყლის დალევიდან 20-30 წუთის შემდეგ აუცილებლად ისაუზმეთ. ეცადეთ, საუზმე თქვენი დილის ნაწილი გახდეს. ისაუზმეთ ადგომიდან 1 საათის განმავლობაში. ამ დროს საჭმლის სწრაფი გადამუშავების შანსი ყველაზე დიდია. გარდა ამისა, ორგანიზმი ნაყრდება და შიმშილის შეგრძნებისგან დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლდება.

 

6) არ დალიოთ ყავა საუზმემდე. პირველ რიგში, ყავა არ არის რეკომენდებული უზმოზე. გარდა ამისა, თუ ყავის სმას მიეჩვევით, გამოფხიზლება კიდევ უფრო მეტად გაგიჭირდებათ. ყავის მისართმევად საუკეთესო დრო 09:30-დან 11:00-მდეა.

 

7) არ დაკარგოთ დრო უქმად - არ შეხვიდეთ ინტერნეტში, მაშინაც კი თუ გსურთ უახლესი ინფორმაციის გადახედვა - საკუთარი გამოცდილებიდან უკვე იცით, რომ ეს დაგაკარგინებთ საკმაოდ დიდ დროს, არადა თქვენ სულ სხვა რამისთვის ადექით ასე ადრე. მოიმზადეთ საუზმე, ვინაიდან, ოჯახის წევრებს, რომლებიც არ არიან მიჩვეულები თქვენს დილით ადგომას, ჯერ კიდევ სძინავთ. ეს ასევე დაგეხმარებათ თავის ხელში აყვანასა და სამუშაო განწყობაზე დადგომაში.

 

8) ბოლოს კი, გაიარეთ ფეხით. არ აქვს მნიშვნელობა, სამსახურში მიდიხართ, სკოლაში, უნივერსიტეტში თუ სხვა საქმეზე. ეცადეთ, 5-10 წუთი მაინც იაროთ ფეხით. გარდა იმ მრავალი მიზეზისა, რისთვისაც ფეხით სიარული სასარგებლოა, სეირნობა ორგანიზმს სრულიად გამოაფხიზლებს.

 

 

(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016