კომპანია Istrategylabs-მა ახალი გაჯეტი წარმოადგინა, რომელიც სარკის წინ "სელფის" გადაღების მოყვარულებს გაახარებთ.
ამიერიდან ე.წ. სელფის გადასაღებად სმარტფონის გამოყენება აუცილებელი აღარ იქნება. ავტორებმა მოწყობილობას S.E.L.F.I.E. (The Self Enhancing Live Feed Image Engine) უწოდეს.
გაჯეტის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, გადამღები აპარატურა პირდაპირ სარკეში ჩაემონტაჟებინათ. ამისთვის მათ გამოიყენეს აბაზანის სარკიანი კარადა, რომლის უკანაც ვებკამერა დაამონტაჟეს. კამერა თავის მხრივ Mac Mini-ს კომპიუტერს უკავშირდება. მოწყობილობა სურათს მაშინ გადაიღებს, როდესაც სარკის წინ მდგარი ადამიანი გაიცინებს.
შესაძლოა, მოწყობილობა კერძო სახლების მფლობელებში, რესტორნების ან ღამის კლუბების საპირფარეშოებში პოპულარული გახდეს.
(მოამზადა ნინი მოდრეკილმა)
წყარო: BPN