კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია-პერფომანსი სახელწოდებით „ჩავაყენოთ საქმის კურსში გურამი“ გაიმართება.
როგორც შვებულებიდან დაბრუნებულმა კულტურის მინისტრმა განაცხადა, ის საყდრისთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. სწორედ ამიტომ მართავენ სტუდენტები და საზოგადოების სხვა წევრები მორიგ აქციას. პროტესტის ადრესატი მინისტრის გარდა, მისი მოადგილეები და სამინისტროს ყველა თანამშრომელი იქნება.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბუშტში“ აცხადებენ, სამინისტრო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ვერ ასრულებს. მათი თქმით, ეს არის მემორანდუმის გაფორმება ძეგლების მნგრეველ და ბუნების გამანადგურებელ რუსულ კომპანიასთან, ასევე ფინანსისტების, იურისტებისა და სხვა სფეროს წარმომადგენელთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა.
ორგანიზაციის განცხადებით, საპროტესტო აქციები საყდრისის პარალელურად თბილისშიც გაიმართება.