reportiori.ge - ბერმა და მოქალაქემ ერთმანეთს აფურთხეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:13
სამართალი
ბერმა და მოქალაქემ ერთმანეთს აფურთხეს
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 01:05

12 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესი ინციდენტით დასრულდა. სასამართლო გაზეთ "აჭარა P.S."-ის წინააღმდეგ მოქალაქე ლევან კოკორაშვილის სარჩელს განიხილავს. როგორც გაზეთის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, კოკორაშვილი "თვითმარქვია ბერია", რომელმაც "აჭარა P.S."- ერთ-ერთი სტატიის გამო უჩივლა. 

სტატია 2012 წლის 17 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა, სახელწოდებით "აფერა ანაფორით", რომელშიც იმ დროისათვის თაღლითობის მუხლით საპატიმროში მყოფ კოკორაშვილს დაზარალებული მოქალაქე ნესტან როგავა უპირისპირდებოდა. ამავე სტატიაში მოყვანილი იყო საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ კოკორაშვილი მართლმადიდებელ სასულიერო პირთა დასში არ ირიცხება. კოკორაშვილი მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, რის შემდეგაც მან "აჭარა P.S."-ის წინააღმდეგ ბათუმის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

12
აგვისტოს პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს შენობასთან მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნესტან როგავა და ქუჩაში გამვლელი მოქალაქეები სასულიერო პირს "თვითმარქვიად" და "ანტიქრისტედ" მოიხსენიებდნენ. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს აფურთხეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016