reportiori.ge - დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვმა შესაძლოა 600 000 შეადგინოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:00
ეკონომიკა
დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვმა შესაძლოა 600 000 შეადგინოს
15 აპრილი, 2014. 14:31



„დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვმა შესაძლოა 600 000 შეადგინოს“ -ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, rs.ge-ზე შეიქმნა ახალი აპლიკაცია სახელწოდებით „დაუბეგრავი მინიმუმის რეგისტრირებული დეკლარაციის რაოდენობა“, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია თვალყური ადევნოს დეკლარირების პროცესს. განაცხადების რაოდენობა ყოველ 5 წამში იცვლება, ხოლო ინფორმაცია დაბრუნებული თანხის შესახებ კი ყოველ ნახევარ საათში ახლდება.

„აპლიკაციით სარგებლობა მარტივია. აპლიკაციის პირველი ციფრი მიმდინარე დღის მონაცემებს აღნიშნავს, მეორე ციფრი-პირველი აპრილიდან ვიზიტის მომეტისათვის შევსებული დეკლარაციის რაოდენობაა, მესამე-საერთო რაოდენობიდან საბანკო დაწესებულებებში შევსებული განაცხადების რაოდენობა, ხოლო მეოთხე-მიმდინარე მომენტისათვის დაბრუნებული თანხის რაოდენობა. დეკლარაციის პროცესის პარალელურად მიმდინარეობს დამქირავებელების მიერ მონაცემების შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის მიწოდების პროცესი. დაზუსტებების შესაბამისას, შესაძლოა, შეიცვალოს ინფორმაცია, როგორც დაქირავებულისთვის  ხელფასის მოცულობის, ისე ხელფასის მიმღებ პირთა ოდენობის შესახებ. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის პროგნოზით, დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს და 500 000-ის ნაცვლად, დაალოებით 600 000 შეადგინოს“-განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის შევსებული დეკლარაციების რაოდენობა 394 662-ია, ხოლო დაბრუნებული თანხის ჯამურმა ოდენობამ 35 728 368 ლარი შეადგინა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016