reportiori.ge - მოსახლეობამ, ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:01
რეგიონები
მოსახლეობამ, ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა
15 აპრილი, 2014. 14:02



ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალი, სოფელ რიყის მოსახლეობამ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეგრელოს გზის“ ლიდერ თენგიზ ჯგუშიასთან ერთად გადაკეტა. აქციის მონაწილეეები სოფელში 2012 წელს ამოყრილი მილების საქმის დროულად გამოძიებას მოითხოვენ.

მათი განცხადებით,  ამ დრომდე არ აქვთ წყალი, ამას გარდა სოფლამდე მისასვლელი გზაც საჭიროებს რეაბილიტაციას.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ზუგდიდის გამგებლის მოადგილე გიორგი თოდუა წავიდა. მისის თქმით, თენგიზ ჯგუშია პოლიტიკური ქულების დაწერას ისახავს მიზნად, რაც შეეხება მილების საქმეს,  რამდენიმე ადამიანია დაკავებული.

როგორც გამგეობაში განაცხადეს, წყლის პრობლემას წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად წლის ბოლომდე მოაგვარებენ.

აქციის მონაწილეების საინიციატივო ჯგუფი დღეს საქმის პროკურორთან შეხვედრას გეგმავს და დეტალურ ინფორმაციას სწორედ მისგან მოისმენენ.

 

ზუგდიდის ცენტრალული მაგისტრალზე მოძრაობა ამ დროისთვის გახსნილია.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016