„პრეზიდენტთან მექნება კითხვა, რამდენად თანმიმდევრულია ქვეყნის საგარეო პოლიტიკა“-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის საკითხებში ექსპერტებთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკური საკითხები დღეს უსაფრთხოებასთან პირდაპირაა დაკავშირებული და მნიშვნელოვანია ამ თემაზე მუდმივი დიალოგი.
„ის რაც ხდება უკრაინაში, ის რასაც რუსეთი აკეთებს მთლიანად რეგიონში, პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს დღევანდელ და ხვალინდელ დღესთან. ასევე მექნება კითხვა: პირველი-რამდენად თანამიმდევრულია ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რამდენად აქტიური და რამდენად საკმარისად აქტიურია, ხოლო მეორე შეკითხვა იქნება-შიდა პოლიტიკური პროცესები რამდენად უწყობს ხელს იმ საფრთხეების თავიდან აცილებას, რაც დღეს საქართველოს აქვს“-აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.