რუსეთის პრეზიდენტი შერონ სტოუნით არის გატაცებული და მას მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნის. გერმანული გამოცემა “ბილდის” ცნობით, ვირტუალური ტრფობა უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.
გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ 56 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავს რუსეთის პირველი პირის ყურადღება მოსწონს, თუმცა არ თვლის მას “განსაკუთრებით სექსუალურ მამაკაცად”.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინი და შერონ სტოუნი პირველად 2010 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში, სკანდალურად ცნობილ საქველმოქმედო საღამოზე შეხვდნენ, საიდანაც შემოსული თანხა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის უნდა გადაერიცხათ. საღამოზე ასევე მიწვეული იყვნენ ალენ დელონი, ჟერარ დეპარდიე, მიკი რურკი და სხვა ცნობილი სახეები. ვლადიმერ პუტინმა, რომელიც იმ დროს რუსეთის პრემიერ-მინისტრი იყო, სცენაზე პოპულარული ამერიკული სიმღერა შეასრულა და როიალზეც დაუკრა.