განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ექსპერტების პრეზიდენტთან შეხვედრამდე .
„მიკვირს, რომ აქ ვხვდებით ერთმანეთს, ეს ჩემთვის დებიუტია. დებიუტია თავად პრეზიდენტისთვისაც, განსხვავებული აზრის მქონე ექსპერტებთან შეხვედრა მნიშვნელოვანია. ეს პრაქტიკა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა, ამიტომ მინდა ვუსურვო პრეზიდენტს, რომ, მისთვის მაინც, თარსები არ გამოვმდგარიყავით და დიდხანს ყოფილიყოს თანამდებობაზე“-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე სასიამოვნო თემები არ იქნება განხილული, რადგან საქართველოს ბევრი შინაური და გარეული გამოწვევა აქვს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობას მოითხოვს.
„ ვეცდებით, შეხედულებებში გარკვეული განსხვავებების მიუხედავად, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და დიდი ალბათობით, შევთანხმდებით იმ პერსპექტივების შეფასებისას, რომელიც სასიკეთო იქნება ქვეყნისთვის“-განაცხადა ცისკარიშვილმა.