reportiori.ge - კომპანია „ტრანსსისტემი“ ბათუმის პორტის მფლობელი კომპანიის დირექტორს შევიწროებაში ადანაშაულებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:54
სამართალი
კომპანია „ტრანსსისტემი“ ბათუმის პორტის მფლობელი კომპანიის დირექტორს შევიწროებაში ადანაშაულებს
15 აპრილი, 2014. 15:47



კომპანია „ტრანსსისტემი“  ბათუმის პორტის მფლობელი კომპანიის „ბათუმი ინდუსტრიალ ჰოლდინგის“ დირექტორს, ტალგაიტ ბაიტაზიევს შევიწროებაში ადანაშაულებს.

კომპანიის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კომპანია პორტთან კონტრაქტს წყვეტს და ზიანის ასანაზღაურებლად მილიონ დოლარზე მეტს მოითხოვს.  მისი თქმით, ბაიტაზიევის ქმედებების გამო, საგრძნობლად იკლო პორტის თანამშრომლების ხელფასებმა.

„ვწყვეტთ ხელშეკრულებას ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან და ვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც შეადგენს მილიონ დოლარზე მეტს. ხვალ მთავარ პროკურატურას მივმართავთ, რომ დაიწყოს ძიება იმ კორუფციულ გარიგებებზე, რომელსაც ბაიტაზიევი ხელმძღვანელობს. ჩვენ წერილით მივმართეთ  ეკონომიკის სამინისტროს, სადაც უნდა დაინტერესდნენ ამ ადამიანის საქმიანობით. მოვუწოდებთ ყაზახეთის საელჩოს, შეისწავლოს  რას საქმიანობს და რა მდგომარეობამდე მიიყვანა ბათუმის ნავსადგური ბაიტაზიევმა“-განაცხადა გაბუნიამ.

ადვოკატის განცხადებით, ტალგატ ბაიტაზიევი საეჭვო პიროვნებაა და თავის ქვეყანაში მრავალი კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზებაშია გარეული.

 

„მან კოლაფსამდე მიიყვანა, დაანგრია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ინფრასტრუქტურა, შემცირებულია ტვირთების გადაზიდვა, ორი კვირის წინ იგეგმებოდა და იყო  პორტის თანამშრომლების გაფიცვის მცდელობა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის  ბათუმის პორტისა და ქართული კომპანიების საბოტაჟი, ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებებს და გვაქვს ამის კონკრეტული დოკუმენტაცია“-განაცხადა გაბუნიამ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016