reportiori.ge - საპატრიარქო ზურაბ აბაშიძეს კარასინთან აძვის ეკლესიის საკითხის დაყენებას სთხოვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:04
კონფლიქტები
საპატრიარქო ზურაბ აბაშიძეს კარასინთან აძვის ეკლესიის საკითხის დაყენებას სთხოვს
15 აპრილი, 2014. 17:34



საქართველოს საპატრიარქო საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს გრიგორი კარასინთან შეხვედრისას, სთხოვს სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის საკითხი  დააყენოს.

ამასთან დაკავშირებით საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს გულისტკივილს მავთულხლართების გაბმის გამო და იმ დამოკიდებულების გამო, რაც ექმნება მოსახლეობას დროებით ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილ სალოცავებთან მიმართებაში, რისი მომსწრეც ახლახანს გახდა სოფელ ზედა აძვის წმინდა გიორგის მრევლი.

ჩვენი მხრიდან ადრეც არაერთხელ დაისვა საკითხი რუსულ, აფხაზურ და ოსურ მხარესთან და ახლაც ვთხოვეთ ბატონ ზურაბ აბაშიძეს ბატონ გრიგოლ კარასინთან შეხვედრისას ჩვენი სახელით წამოაყენოს წინადადება, რათა ხალხს დღესასწაულებზე მისცენ საშუალება ისტორიული სალოცავების მოლოცვისა, გარდაცვლილთა დაკრძალვისა, ახლობლებისა და წინაპართა საფლავების მონახულებისა”, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

აძვში რუსი ოკუპანტები მოსახლეობას ეკლესიისა და სასაფლაოების მონახულების უფლებას არ აძლევენ.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016