პოლიტიკა
გიგი უგულავა: კანონპროექტს, რომელიც გზების და ხიდების მშენებელი კომპანიებისთვის ჯარიმების მოხსნას გულისხმობს, ნეპოტისტური სუნი ასდის
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
15 აპრილი, 2014. 18:19
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ და საგადასახადომ უნდა დაასახელონ, თუ ვის ეხება ეს ცვლილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეჭვი გამყარდება.
„მეხუთე კლასის მშენებლობები, ეს არის ის მშენებლობები, რომელიც თითზე ჩამოსათვლელია. ამიტომ ამ კანონპროექტს აშკარად ასდის ნეპოტისტური სუნი. თუ ფინანსთა სამინისტრო არ დაასახელებს ვის ეხება ეს, გამყარდება ვარაუდი, რომ ეს კანონი ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანიებისთვის კეთდება“-აღნიშნა უგულავამ.
მისი განცხადებით, ბიზნესი გაჩერებულია და, შესაბამისად, არ იქმნება სამუშაო ადგილები.
„ამისათვის აუცილებელია, ერთი მხრივ, ბიზნესის დეკრიმინალიზაცია, მეორე მხრივ, საგადასახადო ამნისტია 2014 წლის პირველი იანვრიდან. სხვა შემთხვევაში ასეთი საკითხები შეფასდება ჩვეულებრივ ნეპოტიზმად“-განაცხადა უგულავამ.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27