reportiori.ge - შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:52
საზოგადოება
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა
15 აპრილი, 2014. 18:40


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა თანამდებობა დატოვა.


გადაწყვეტილების მიზეზთან დაკავშირებით ჯანყარაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:



"კოალიცია ,,ქართული ოცნების" ჩამოყალიბების პირველივე დღეებიდან ჩემს მოქალაქეობრივ ვალად მიმაჩნდა გვერდში დავდგომოდი კოალიციას და მონაწილეობა მიმეღო იმ ბრძოლაში, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო სააკაშვილის რეჟიმისაგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.


არჩევნებში ჩვენი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემდეგ,  ჩავდექი სახელმწიფო სამსახურში.  ერთგულად ვემსახურე საერთო საქმეს და პირნათელი ვარ ჩვენი ქვეყნის წინაშე. გარდამავალ პერიოდში  ვეხმარებოდი და ერთგულად ვედექი გვერდში მთელ პოლიტიკურ გუნდს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს.


დღეს, როდესაც  გარდამავალი ეტაპი დასრულებულად შეიძლება ჩავთვალოთ და მასთან დაკავშირებული სიძნელეები გადალახულია, ასევე, ოფიციალურად გამოცხადდა წინასაარჩევნო პერიოდი, საჭიროდ ვთვლი, დავტოვო თანამდებობა, რადგან არ მინდა ჩემმა ყოფნამ ამ თანამდებობაზე გამოიწვიოს უხერხულობა, საზოგადოებაში დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, ადგილი ჰქონდეს ხელახალ სპეკულაციებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ნათესაობის თემაზე და ამით ხელი შეეშალოს იმ დიდ საქმეს, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში ჩვენი ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ", - აცხადებს განცხადებაში ჯანყარაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016