შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი ვერ ადასტურებს „TV3"-ის გადამღები ჯგუფის დღეს შესაძლო გათავისუფლებას.
„ჩვენთვის არ დაუდასტურებიათ ეს ინფორმაცია, აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით. ვნახოთ, მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯერ რაიმე ახალი ინფორმაცია არ გვაქვს"-აღნიშნა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა.
მისი განცხადებით, ახალი ინფორმაცია საზოგადოებისთვის მაშინვე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გუშინ სოფელ აძვში ტელეკომპანია „TV3"-ის გადამღები ჯგუფი: ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი დააკავეს. ისინი ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი. მათ შეძლეს გუშინ ოჯახის წევრებთან დაკავშირება. როგორც ბელა ზაქაიძემ აღნიშნა, რომ კარგად არიან და დღეისთვის გათავისუფლებას დაჰპირდნენ.