reportiori.ge - ქართულმა ოცეულმა მისია ოფიციალურად გადაიბარა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 21:12
საზოგადოება
ქართულმა ოცეულმა მისია ოფიციალურად გადაიბარა
16 აპრილი, 2014. 12:39



ქაბულში,  საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა უფლებამოსილება გადაიბარა.

 

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბაზა „ფენიქსზე“ გამართულ ოფიციალურ ცერემონიალს, ქართველ სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად  ამერიკელი და ალბანელი სამხედროებიც დაესწრნენ.

 

„შავნაბადას“ ბატალიონის გაძლიერებული  ოცეული ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ 6 თვის განმავლობაში იქნება დისლოცირებული.  ქართველი ჯარისკაცების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.  მათი მისია ბაზის ტერიტორიაზე შიდა და გარე პერიმეტრების პატრულირება, საგუშაგოების გამაგრება, მთავარი გამშვები პუნქტის კონტროლი და სხვა დავალებების შესრულება წარმოადგენს.

 

საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მომზადება მე-13 ბატალიონის  ჯარისკაცებმა  ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ 6 კვირის განმავლობაში გაიარეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016