„რეპორტიორის“ პრესკლუბში შს ყოფილი მინისტრი, „სოციალ-დემოკრატების" აღმასრულებელი კომიტეტის წევრი კობა ნარჩემაშვილი თინა ხიდაშელის იმ გამოსვლას გამოეხმაურა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ჭიკაიძის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.
„შს მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, ამიტომ მსგავსი განცხადებების გაკეთების უფლება აქვს. ჩემს დროსაც, მთავრობის წარმომადგენლებს ყოველთვის აღიზიანებდათ ჩემი, როგორც შს მინისტრის განცხადებები და ვერ ვხვდები რატომ. პროფესიული თვალსაზრისით, შესაძლებელი იყო, მინისტრს ეს განცხადება, მოქმედების შემდეგ გაეკეთებინა თუმცა არსებითი მნიშვნელობა მაინც არ აქვს მოქმედების შემდეგ თუ მანამდე მოხდებოდა ეს. ამ ნათქვამს გარკვეული პრევენციული ხასიათი ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რა ედო საფუძვლად ეს მან უნდა თქვას. “-აცხადებს ნარჩემაშვილი.