reportiori.ge - 7 რჩევა საკუთარი მობილური ტელეფონისგან თავდასაცავად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:37
სხვადასხვა
7 რჩევა საკუთარი მობილური ტელეფონისგან თავდასაცავად
16 აპრილი, 2014. 15:30



 21- ე საუკუნის თანამედროვე ადამიანის განუყოფელი ნაწილია მობილური ტელეფონი.დღეისათვის მისი რიცხვი დაახლოებით 1,35 მილიარდია. 20- ზე მეტ ქვეყანაში სახლის ჩვეულებრივ ტელეფონზე მეტად მობილური ტელეფონი აქვთ.

მობილურ  ტელეფონებს არა მარტო ტექნიკის სასწაულს უწოდებენ ,არამედ

„საზოგადოებრივ მოვლენასაც“. დღეს, როცა ყოველი მეორე მისი საშუალებით ამყარებს  კომუნიკაციას,  ცოტამ თუ იცის რა ზიანის მოტანა შეუძლია მას ადამიანისათვის.

    საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნულმა კომისიამ მობილური ტელეფონის  ელექტრომაგნიტური ზეგავლენა შეისწავლა.კველევის მაზანს წარმოადგენდა მობილური ტელეფონის ელექტომაგნიტური  ენერგიის მავნე გავლენის და დასაშვები ნორმების შესახებ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება .იმისათვის, რომ დაცულები იყოთ საკუთარი მობილური ტელეფონისაგან საჭიროა იცოდეთ   რას ნიშნავს SAR ანუ  ეშფკ(ენერგიის შთანთქმის კოეფიციენტი) და როგორია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ  დადგენილი  SAR- ის ნორმა.

იმისთვის რომ ნაკლები საფრთხის შემცველი იყოს თქენი  მობილური თქვენივე ჯანმრთელობისთვის აუცილებელია დაითვალისწინოთ რამდენი რჩევა

1.საჭიროა შეარჩიოთ ნაკლები გამოსხივების დონის მქონე ტელეფონი,ამისთვის უნდა დაინტერესდეთ რამდენია SAR- ი,ეს შეგიძლიათ გააკეთოთ წინასწარ ინტერნეტის საშუალებით.აირჩიეთ მოდელი SAR- ის მცირე მნიშვნელობით.

2.  რკინა-ბეტონის კონსტრუქციის შენობებში (გარდა მსხვილი სავაჭრო ცენტრებისსადგურების და სხვა ასეთი ტიპის შენობებისა, სადაც მობილური ტელეფონების ოპერატორებს შეიძლება განთავსებული ჰქონდეთ ლოკალური საბაზო სადგურები) შესაძლებლობისდაგვარად უნდა მიხვიდეთ ფანჯარასთან, ან კიბეებს შორის. ცუდი მიღების შემთხვევში მობილური ტელეფონით ზარის განხორციელების დროს ელექტრომაგნიტური გამოსხივება მკვეთრად იზრდება. თუ იმყოფებით ცუდი მიღების ზონაში (ტელეფონის დისპლეიზე ჩანს  მიღების დონის შკალის ნახევარი), საუბრის ხანგრძლიობა მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, ან, შეძლებისდაგვარად, ხმოვანი შეტყობინებიდან გადახვიდეთ SMS შეტყობინებაზე.

3.გასათვალისწინებელია ისიც თუ როგორ უნდა გეჭიროთ ტელეფონი ,საუბრისას მობილური ისე უნდა დაიჭიროთ ,რომ ანტენა არ დაფაროთ .ხელით არ უნდა დაიფაროს კირპუსის მესამედზე მეტი.

4..ხანგრძლივი საუბრისას რეკომენდებულია მოიხსნათ  მეტალის ჩარჩოიანი სათვალე, ვინაიდან ასეთმა  ჩარჩომ შეიძლება შეასრულოს მეორადი გამოსხივების როლი და  გამოიწვიოს გამოსხივების  სიმძლავრის გავლენის გაზრდა. სასურველია არ ვისაუბროთ მობილური ტელეფონით 4–5 წუთზე მეტი.

5.მობილური ტელეფონის სატარებლად ყველაზე უსაფრთხოა თუ მას მუხლის ზემოთ,ბარძაყის გარე მხარეზე მოვათავსებთ.
6.
არ არის მიზანშეწონილი ლაპარაკი მანქანის სალონიდან, ვინაიდან მანქანიდან საუბრისას მანქანის კორპუსი მნიშვნელოვნად ამცირებს საბაზო სადგურიდან მოსულ ელექტრომაგნიტურ სიმძლავრეს, რაც ზრდის მობილური ტელეფონის მიერ გამოსხივების სიმძლავრეს.
7.გასათვალისწინებელია ასევე ბავშვების ურთიერთობა მობილურ ტელეფონებთან. ყურადღება უნდა მიექცეს 8 წლამდე ბავშვების მიერ მობილური ტელეფონით სარგებლობას და მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ  საუბრის ხანგძლივობა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016