reportiori.ge - შსს-მ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 11:29
სამართალი
შსს-მ პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
ავტორი:
13 აგვისტო, 2013. 15:41

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. 
სამართალდამცველებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, გიორგი ჯ. თბილისში, კანკავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. დაკავებისას მან პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 
ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას „მაკაროვი“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით და 8 საბრძოლო ვაზნით ამოიღეს, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად, მისი კუთვნილი „აუდი“-ს მარკის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი „ზიგზაუერი“, 3 მჭიდი და 42 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. 
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და პოლიციისთვის წინააღმდეობის გაწევის ფაქტზე მიმდინარეობს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016