პოლიტიკა
რიჩარდ ნორლანდი: დარწმუნებული ვარ ხელისუფლება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჟურნალისტების გათავისუფელებას უზრუნველყოფენ
ავტორი: თამარ ნადარეიშვილი
16 აპრილი, 2014. 16:43
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რიჩარდ ნორლანდს, სჯერა, რომ ხელისუფლება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეძლებენ დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფელებას.
მისი განცხადებით, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე ეს თემა განიხილება.
„არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და ხელოვნური საზღვრების გავლება ადამიანებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჟურნალისტების დაკავების ფაქტი ასეთი გამოვლინების კიდევ ერთი მაგალითია. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ხელისუფლება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად ჩაერთვებიან და ჟურნალისტების გათავისუფლებას უზრუნველყოფენ. ჩემთვის ცნობილია, რომ აბაშიძისა და კარასინის შეხვედრაზეც ეს თემა განიხილება“-განაცადა რიჩარდ ნორლანდმა.
14 თებერვალი, 2016. 20:30
14 თებერვალი, 2016. 16:44
14 თებერვალი, 2016. 12:15
14 თებერვალი, 2016. 11:23
14 თებერვალი, 2016. 00:59
13 თებერვალი, 2016. 14:54
13 თებერვალი, 2016. 14:18
13 თებერვალი, 2016. 13:39
13 თებერვალი, 2016. 11:55
12 თებერვალი, 2016. 23:45
12 თებერვალი, 2016. 22:43
12 თებერვალი, 2016. 21:46
12 თებერვალი, 2016. 18:27