შსს-მ ჭიათურაში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა, ამის თაობაზე სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. „რეპორტიორი“ მას უცვლელად გთავაზობთ.
„ შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ნოდარ თ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 აგვისტოს, გვიან ღამით, დაკავებულმა და მისმა ორმა მეგობარმა 1963 წელს დაბადებულ ამირან თაბაგარს ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხთან, ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ნოდარ თ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოძიება გაზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით.)“