reportiori.ge - NATO უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საპასუხო ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:51
მსოფლიო
NATO უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით საპასუხო ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს
16 აპრილი, 2014. 17:05



NATO-ს მოკავშირეებმა,  უკრაინაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახლახან მიიღეს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

 

„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით  სამომავლო ღონისძიებები  ახლახან განვსაზღვრეთ . ეს  უფრო მეტ თვითმფრინავს ნიშნავს ჰაერში, მეტ გემს წყალში და უფრო მეტ მომზადებას ხმელეთზე“-განაცხადა რასმუსენმა.

 

მისი განცხადებით, თვითმფრინავები ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში მეტ ფრენას განახორციელებენ, ნატოს მოკავშირეების გემები კი ბალტიის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით განთავსდებიან.

 

 

„ნატოს მოკავშირე ქვეყნები  საბრძოლო მზადების განსამტკიცებლად  ნაბიჯებს გადადგამენ , გაფართოვდება წვრთნები და მანევრები. ჩვენი გეგმები გაძლიერდება და გადაიხედება“-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016